Skip to content
18/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ზესტაფონში, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის წინააღმდეგ აქცია გაიმართა

მარშალ პრესი 14/05/2022
აქცია

ზესტაფონში, მარგვეთისა და უბისის ეპარქიის რეზიდენციასთან წინამძღვრის წინააღმდეგ აქცია გაიმართა.

მრევლის ნაწილი მღვდელმთავარ მელქისედეკს უპირისპირდება. ადგილზე შეკრებილებმა განაცხადეს, რომ ეპარქიის წინამძღვართან კითხვები აქვთ. აქციის მონაწილეებმა მეუფის რეზიდენციის კარის აჭედვა სცადეს, თუმცა სამართალდამცავებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს.

მრევლის ნაწილი ითხოვს, მეუფე მელქისედეკმა ეპარქია დატოვოს. მსგავსი მოთხოვნებით აქცია მათ უკვე რამდენჯერმე გამართეს.

ამასთან, მეუფე მელქისედეკმა „ქრონიკასთან“ სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ აღნიშნული ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული შეტევაა.

„მათ სურთ სკანდალი, თორემ გუშინ ჩემთან შესახვედრად დავიბარე და უარი განაცხადეს. მათ არ სურთ საუბარი, უნდათ არეულობა და შანტაჟი“, – განაცხადა მღვდელმთავარმა.

Post navigation

Previous: ვიცე-პრემიერის, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს წევრის თეა წულუკიანის სიტყვით გამოსვლა ქალთა ორგანიზაციის დამფუძნებელ კონფერენციაზე
Next: თბილისის საკრებულოში „ვეფხისტყაოსნის“ აფხაზურენოვანი გამოცემის წარდგენა შედგა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.