დღეს “ნაციონალურ მოძრაობას” სირცხვილის კორიდორში გაატარებენ

1727
წაკითხვა/ნახვა
mpn

7-თვიანი ბოიკოტის დასასრული – “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები დღეს პარლამენტში მიდიან. ყველაზე დიდი ოპოზიციური ფრაქცია, რომელშიც 32 დეპუტატი შევა, ბიუროს უახლოეს სხდომაზე დარეგისტრირდება და მას ხატია დეკანოიძე უხელმძღვანელებს.

ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეები ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ბოტკოველი და ნატო ჩხეიძე იქნებიან. პარტიაში კიდევ ერთხელ განმარტავენ, რომ ამნისტიის გარდა ისინი ყველა კანონპროექტზე აქტიურად აპირებენ საკანონმდებლო მუშაობას.

“ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატებს მოძრაობა “წინსვლა” “სირცხვილის კორიდორის” სახით პერფორმანს მოუწყობს.

კომენტარები
mpn
მოწონება