Skip to content
27/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ფაშიზმი არ დამარცხებულა არც კანადაში, არც უკრაინაში და სანამ „ნაცმოძრაობაზე“ არ ჩატარდება პოლიტიკური სასამართლო პროცესი – არც საქართველოში!

მარშალ პრესი 05/03/2024
davit kartvelishvili

„რუსული“ შობის, „რუსული“ მარხვისა თუ აღდგომის შემდეგ, ჩვენ ტრადიციულად, გველოდება „მაღალისტორიული“ მსჯელობა: ფაშიზმი 8 მაისს დამარცხდა თუ 9 მაისს?“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი წერს. როგორც დავით ქართველიშვილი აღნიშნავს, ფაშიზმი მსოფლიოში ჯერ კიდევ არსებობს და ის, მათ შორის, საქართველოშიცაა.

„ყოველდღე მარტივდება ქართველი „ოპოზიციონერების“ საარჩევნო „პროგრამული წინსვლა“ გარდაუვალი, კატასტროფული მარცხისაკენ. ამ მომენტამდე უკვე ნათელია მათი დამოკიდებულება ქვეყანაში უცხო ქვეყნის აგენტურის (ჩრდილოეთიდან, დასავლეთიდან და ა.შ.) დაფინანსების გამჭვირვალობის საკითხისადმი. სულ რაღაც ორ კვირაში ნათელი მოეფინება მათ დამოკიდებულებას ეროვნული ტრადიციული ფასეულობების დაცვის კანონპროექტის მიმართ.

ასევე, ჩვენი ჟურნალისტების ადგილას ნაცსექტანტების მოლაპარაკე თავებს აუცილებლად შევეკითხებოდი: „უკრაინაში გერმანული ფაშიზმის რეანიმირებით ხომ არ ხდება აგრესორი რუსეთის პროვოცირება კიდევ უფრო დიდი აგრესიისაკენ“? და ა.შ. „რუსული“ შობის, „რუსული“ მარხვისა თუ აღდგომის შემდეგ, ჩვენ ტრადიციულად, გველოდება „მაღალისტორიული“ მსჯელობა: ფაშიზმი 8 მაისს დამარცხდა თუ 9 მაისს. ამ პოლემისტების გასაგონად ვამბობ: არა! ის არ დამარცხებულა! არც კანადაში, არც უკრაინაში. და სანამ თქვენზე არ ჩატარდება პოლიტიკური სასამართლო პროცესი – არც საქართველოში!“, – წერს დავით ქართველიშვილი.

Continue Reading

Previous: ზურაბიშვილი ღიად არის ჩართული ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში, ამჟამად კი ცესკოს დისკრედიტაციის კამპანიაში
Next: ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის დამყარებისას ოპოზიციამ თქვა, ორ ბატონს როგორ ვემსახურებითო? რას ნიშნავს ორ ბატონს – გამოდის, რომ ერთი უკვე ჰყავთ

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025