Skip to content
27/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ზურაბიშვილი ღიად არის ჩართული ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში, ამჟამად კი ცესკოს დისკრედიტაციის კამპანიაში

მარშალ პრესი 05/03/2024
tamta megrelishvili

„პრეზიდენტის მიერ ვეტოს გამოყენება მაინც გაბრაზებული ბავშვის ქმედებას ჰგავს … ნეტა მასში ეს ბავშვი ჩვენ გავაბრაზეთ თუ დიდი ფულის სანაცვლოდ გამოწვეული ფეხების ბაკუნია?!“ – ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ „საარჩევნო კოდექსში” ცვლილებებზე ვეტოს დადებას. მეგრელიშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილი ღიად არის ჩართული ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში და ცესკოს დისკრედიტაციის კამპანიაში.

„გრძელდება თამაში ვეტოობანა. სალომე ზურაბიშვილმა „საარჩევნო კოდექსში” ცვლილებებს ვეტო დაადო. სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს, მაგრამ არა ქართველი ხალხის პრეზიდენტი პირნათლად ასრულებს მიღებულ დავალებას, ის ღიადაა ჩართულია ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში, ამჟამად კი ცესკოს დისკრედიტაციის კამპანიაში. ეს ვეტო დაძლეული იქნება, ეს გადაწყვეტილება აქვს მიღებული საპარლამენტო უმრავლესობას, მაგრამ პრეზიდენტის მიერ ვეტოს გამოყენება მაინც გაბრაზებული ბავშვის ქმედებას ჰგავს … ნეტა მასში ეს ბავშვი ჩვენ გავაბრაზეთ თუ დიდი ფულის სანაცვლოდ გამოწვეული ფეხების ბაკუნია?!“ – წერს თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.

Continue Reading

Previous: ჩვენს პარტნიორებთან ერთად მსოფლიო ტერორიზმთან ბრძოლაში მიღწეული წარმატება კიდევ ერთხელ დადასტურდა მსოფლიოს მოწინავე საერთაშორისო შემფასებელი ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში
Next: ფაშიზმი არ დამარცხებულა არც კანადაში, არც უკრაინაში და სანამ „ნაცმოძრაობაზე“ არ ჩატარდება პოლიტიკური სასამართლო პროცესი – არც საქართველოში!

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025