Skip to content
16/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის დამყარებისას ოპოზიციამ თქვა, ორ ბატონს როგორ ვემსახურებითო? რას ნიშნავს ორ ბატონს – გამოდის, რომ ერთი უკვე ჰყავთ

მარშალ პრესი 05/03/2024
guram macharashvili

ოპოზიციას აზროვნებას უწუნებს „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი გურამ მაჭარაშვილი. როგორც მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ოპოზიციის აზროვნება ვერ ცდება ბატონისა და ქვეშევრდომის აზროვნებას. თუმცა, აქვე ის აცხადებს, რომ ოპოზიციისგან განსხვავებით, მათსავე ამომრჩევლის უმრავლესობას რეალობის აღქმის უნარი არ დაუკარგავს.

„ოპოზიციის აზროვნება ვერ მიდის იმის იქით, თუ რას იტყვის ბატონი, მათი ბატონი, უცხოური ძალა. ხომ გახსოვთ, რა თქვეს ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების გაფორმებისას, ორ ბატონს როგორ ვემსახურებითო? რას ნიშნავს ორ ბატონს როგორ ვემსახუროთ – ერთი ბატონი ჰყავთ უკვე?

ოპოზიციის ამომრჩევლის უმრავლესობას, სხვათა შორის, რეალობის აღქმის უნარი გააჩნია. იმიტომაცაა, რომ ოპოზიციაში ხმას ვერ იღებენ, ვერ ამბობენ ვერაფერს და მხოლოდ იმას იძახიან, რა დროს ლგბტ პროპაგანდააო, აგერ პედოფილია გახშირდაო. პედოფილია სისხლის სამართლის დანაშაულია, დასჯადია და მეტი რა გავაკეთოთ? ვინმე პროპაგანდას ეწევა? ლგბტ პროპაგანდა კი, არ არის აკრძალული და ამას ახლა ავკრძალავთ. გამოვიდნენ და თქვან, თუ ამის რესურსი აქვთ, რომ ემხრობიან ამ ინიციატივას, თუ არა, ჩვენ ვიტყვით პირდაპირ, რომ ისინი არიან ლგბტ პროპაგანდის გავრცელების მხარდამჭერები,” – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

Post navigation

Previous: ფაშიზმი არ დამარცხებულა არც კანადაში, არც უკრაინაში და სანამ „ნაცმოძრაობაზე“ არ ჩატარდება პოლიტიკური სასამართლო პროცესი – არც საქართველოში!
Next: გამოსასყიდი პროგრამების კიბერ ჯგუფების რაოდენობა მსოფლიოში 30%-ით გაიზარდა, მათი მსხვერპლის რაოდენობა 70%-ით

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.