Skip to content
13/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ერთი უბედურებაა, რომ ნახევარ მილიონს ხარჯავენ, რათა თავიანთი შეხედულებები გაიტანონ აშშ-ის სენატში, მეორე უბედურებაა, რომ ამის შესახებ საზოგადოებამ არაფერი იცის

მარშალ პრესი 04/03/2024
GIORGI VOLSKI

ერთი უბედურებაა, ნახევარ მილიონს ხარჯავენ, რომ თავიანთი შეხედულებების გატანა მოახდინონ ამერიკის შეერთებული შტატების სენატში, ხოლო მეორე უბედურებაა, რომ ამის შესახებ საზოგადოებამ არაფერი იცის, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციას, რომელიც ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის საქმიანობას ეხება.

„უცებ გამოჩნდება ვიღაც სენატორი, რომელიც იტყვის რაიმე მხარდასაჭერს „ფორმულას“ ჯგუფის, „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ და მათ უნდა ისე წარმოადგინონ, თითქოს ამაში არავის მონაწილეობა არ მიუღია. ჯერჯერობით ვერცერთი სენატორი ვერ დაითანხმეს, მიუხედავად იმისა, რომ მილიონებია დახარჯული, ვერ მოხდა საქართველოს მიმართ ხისტი განცხადებების მობილიზება საერთაშორისო დონეზე, ამ შემთხვევაში აშშ-ის სენატი მაქვს მხედველობაში“, – განაცხადა ვოლსკიმ.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის Cornerstone Government Affairs-ის გასული 6 თვის განმავლობაში (სექტემბერი 2023 – თებერვალი 2024) განხორციელებული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა. დოკუმენტებით ირკვევა, რომ „კორნერსტოუნის“ ჯგუფი, რომელმაც ტელეკომპანია „ფორმულასთან“ კონტრაქტი 2023 წლის მაისში გააფორმა, აქტიურად ცდილობდა საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ მიკერძოებული ინფორმაციის მიწოდებას აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლებისთვის.

Post navigation

Previous: ევროპა და განვითარებული დასავლეთი არ გულისხმობს ლგბტ პროპაგანდას და ცხოვრების ამ წესის შემოტანას, ამას უნდა შევეწინააღმდეგოთ და იმდენად ძლიერად, რომ ევროპაშიც გაჩნდეს წინააღმდეგობრივი მოძრაობები
Next: შეიძლება ის არ იყოს რაც ზოგადად გვინდა, მაგრამ პენსიები ყოველ წელს იზრდება, „ლელოს“ მათემატიკასთან ქრონიკული პრობლემა რომ აქვს, ეს ისედაც ცნობილია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.