Skip to content
13/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ევროპა და განვითარებული დასავლეთი არ გულისხმობს ლგბტ პროპაგანდას და ცხოვრების ამ წესის შემოტანას, ამას უნდა შევეწინააღმდეგოთ და იმდენად ძლიერად, რომ ევროპაშიც გაჩნდეს წინააღმდეგობრივი მოძრაობები

მარშალ პრესი 04/03/2024
mikheil kavelashvili

ფორმულას“ დამფუძნებლების მხრიდან ქვეყნის საწინააღმდეგო აგიტაციისთვის ნახევარი მილიონის გამოყოფასა და ლგბტ პროპაგანდის მხარდაჭერას შორის ერთი საერთო ხაზის არსებობაზე საუბრობს ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ ყაველაშვილი. როგორც ყაველაშვილი აცხადებს, უცხოელი დამკვეთების მხრიდან მცდელობა, რომ მოხდეს თემის შემოპარება, გრძელდება.

„მათი მცდელობა არ გაჩერებულა. მითუმეტეს არჩევნების წელია და ყველანაირი მეთოდით შეეცდებიან როგორმე შეარყიონ არსებული ხელისუფლების იმიჯი და ხელისუფლების ცვლილების შემთხვევაში მოხდება ამ თემის შემოპარება – ჩვენ ვერ გავწევრიანდებით ევროკავშირში, ვერ ვიქნებით დასავლური ცივილიზაციის ნაწილი. შესაბამისად, რასაც ხელი მოაწერეს 3 წლის წინ (საუბარია ლგბტ თემის უფლებების დაცვის შესახებ 15 პარტიის მიერ გაფორმებულ მემორანდუმზე) იმას დააკანონებენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.
ეს მცდელობებია სწორედ და ამაზე გადის წითელი ხაზი, რაზეც ჩვენ გავბედეთ მსჯელობის გახსნა და ვხედავთ ამ საშიშროებას, საზოგადოებაც მომზადებულია ამისთვის. როცა დამკვეთები დაინახავენ, რომ საზოგადოება სოლიდარულია, ამ არჩევანის წინაშე ვერ დაგვაყენებენ. ევროპა და განვითარებული დასავლეთი არ გულისხმობს პროპაგანდას და ცხოვრების ამ წესის შემოტანას. ამას უნდა შევეწინააღმდეგოთ და იმდენად ძლიერად, რომ ევროპაშიც გაჩნდეს წინააღმდეგობრივი მოძრაობები,” – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

Post navigation

Previous: ქვეყნის გარეთაც გააღწია ჩვენმა ძალისხმევამ და რადიკალებს ცრუ ინფორმაციის გავრცელების არეალი შეუმცირდათ
Next: ერთი უბედურებაა, რომ ნახევარ მილიონს ხარჯავენ, რათა თავიანთი შეხედულებები გაიტანონ აშშ-ის სენატში, მეორე უბედურებაა, რომ ამის შესახებ საზოგადოებამ არაფერი იცის

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.