Skip to content
13/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

შეიძლება ის არ იყოს რაც ზოგადად გვინდა, მაგრამ პენსიები ყოველ წელს იზრდება, „ლელოს“ მათემატიკასთან ქრონიკული პრობლემა რომ აქვს, ეს ისედაც ცნობილია

მარშალ პრესი 04/03/2024
aleksandre rakviashvili

„ლელოს“ მათემატიკასთან ქრონიკული პრობლემა რომ აქვს, ეს ისედაც ცნობილია, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.

დეპუტატი ბოლო პერიოდში „ლელოს“ მიერ გაჟღერებულ ინიციატივებსა თუ დაპირებებს გამოეხმაურა.

„ჯერ იყო, „ქართულმა ოცნებამ“ კანონი მიიღო ანაზღაურებად სტაჟირებაზე და „ლელომ“ გაიმეორა. პენსიები ყოველ წელს ინდექსირდება ინფლაციის ოდენობაზე, შეიძლება ის არ იყოს რაც ზოგადად გვინდა, მაგრამ ტექნიკურად ყოველ წელს იზრდება, ამიტომ, როგორც ჩანს ეს გარემოებაც მოსწონს ხაზარაძეს. „ლელოს“ მათემატიკასთან ქრონიკული პრობლემა რომ აქვს ეს ისედაც ცნობილია“, – აღნიშნა დეპუტატმა.

„ლელოს“ ლიდერი ხელისუფლების მიერ პენსიის დაპირებულ ზრდას მოითხოვს. მმართველ გუნდში ხაზარაძის ამ განცხადებას პოპულიზმს უწოდებენ და ახსენებენ, რომ პენსია ქვეყანაში ყოველწლიურად იზრდება.

Post navigation

Previous: ერთი უბედურებაა, რომ ნახევარ მილიონს ხარჯავენ, რათა თავიანთი შეხედულებები გაიტანონ აშშ-ის სენატში, მეორე უბედურებაა, რომ ამის შესახებ საზოგადოებამ არაფერი იცის
Next: ივნისის ბოლოს რეიტინგებიც გაიზომება, ყველა დაინახავს, თუ აგვეხილება მთელს ოპოზიციას თავლები და ერთ მძლავრ ოპოზიციურ ცენტრს შევქმნით

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.