Skip to content
08/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ახლა ჩვენი, ადამიანების დაკვეთაა, შევინარჩუნოთ მშვიდობა და მივიდეთ საბოლოო შედეგამდე – ლელა რაზიკაშვილი

მარშალ პრესი 04/03/2024
lela razikashvili1

საზოგადოების დაკვეთაა, შევინარჩუნოთ მშვიდობა და მივიდეთ საბოლოო შედეგამდე – შევიდეთ კეთილდღეობის, უსაფრთხოებისა და განვითარების სივრცეში, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ ვაჟა-ფშაველას ფონდის ხელმძღვანელმა, ლელა რაზიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კლასი კი კარგა ხანია, ჩამორჩა საზოგადოებას და მის დაკვეთას ვერ ასრულებს.

„რაც დავუკვეთეთ, რისთვისაც ვიბრძოლეთ 2012 წელს – ქვეყანა შემოგვებრუნებინა ევროპული ინტეგრაციისა და ევროპული ღირებულებებისკენ, ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ. ეს ყოველივე 35 წლიანი, 9 აპრილიდან სტატუსის მონიჭებამდე, ბრძოლის შედეგია. ახლა ჩვენი, ადამიანების დაკვეთაა, შევინარჩუნოთ მშვიდობა და მივიდეთ საბოლოო შედეგამდე, შევიდეთ კეთილდღეობის, უსაფრთხოებისა და განვითარების სივრცეში. ეს არის ჩვენი მოსახლეობის, ახალგაზრდობისა და საზოგადოების დაკვეთა.

ჩვენ ავირჩიეთ ხელისუფლება და მას ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით. ამ მიმართულებით კი ვხედავთ, პოლიტიკური კლასი კარგა ხანია, ჩამორჩა საზოგადოებას, გაიფანტა. ისინი სხვაგან არიან, ჩვენი სოციალური დაკვეთა სხვაგანაა და იმდენად ვერ პასუხობენ, რომ აღმოჩნდა, თავის ამომრჩევლებსაც ჩამორჩნენ“, – აღნიშნა რაზიკაშვილმა.

Post navigation

Previous: როდესაც ფიზიკურად ვერ მოხერხდა მოსამართლეების ისეთი ჯგუფის შექმნა, რომელსაც დაეყრდნობიან და მათი მეშვეობით განახორციელებენ სასამართლო ხელისუფლების კონტროლს, ახლა მეორე ასპექტზე გადავიდნენ
Next: როდესაც საუბარია ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, ბიზნესურთიერთობებზე, აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გადაადგილების თვალსაზრისით ჩვენს მოქალაქეებს არ ჰქონდეთ ბარიერები

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.