Skip to content
24/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

როდესაც ფიზიკურად ვერ მოხერხდა მოსამართლეების ისეთი ჯგუფის შექმნა, რომელსაც დაეყრდნობიან და მათი მეშვეობით განახორციელებენ სასამართლო ხელისუფლების კონტროლს, ახლა მეორე ასპექტზე გადავიდნენ

მარშალ პრესი 03/03/2024
dimitri gvritishvili

ზოგადად, თუ დავაკვირდებით, მარტივ კანონზომიერებას აღმოვაჩენთ, რომელიმე არჩევნების მოახლოებისთანავე დღის წესრიგში სასამართლო სისტემის რეფორმირების საკითხი დგება, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა „იმედის კვირას“ განუცხადა.

იგი სასამართლოზე მორიგი შეტევის მცდელობას იმ პროცესის ნაწილად მიიჩნევს, რომელიც დიდი ხნის დაწყებულია და რომელიც ქართული სასამართლოს დამორჩილებას ისახავს მიზნად. გვრიტიშვილმა გაიხსენა, თუ როგორ ცდილობდნენ გარკვეული პირები იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ოპოზიციის გავლენების გაზრდას. საბჭოში გადაწყვეტილების მიღების წესი უნდა შეცვლილიყო და ამას მხარს უჭერდა ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიაც.

„როდესაც ამ ინიციატივის ავტორს, საელჩოდან მოდიოდა ეს და მხარს უჭერდა ყოფილი სახალხო დამცველის აპარატი, არასამთავრობო ორგანიზაციები, როდესაც ვეკითხებოდით. სადმე ამ მოდელმა წარმატებით იმუშავა, არა, არ უმუშავია. პასუხი იყო – არა, მაგრამ მერე რა! იმუშავებს, ვცადოთ საქართველოში. იქნებ, გაამართლოს“, – აღნიშნა გვრიტიშვილმა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ასევე გაიხსენა, თუ როგორ დაისაჯა ქართველი მოსამართლე, რომელმაც ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენი გამოიტანა და რომელსაც ამის გამო აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელმა ახნა-განმარტება მოსთხოვა. მისი შეფასებით, რადიკალების მიერ მოთხოვნილი„ვეტინგის“ პროცესი სწორედ ასეთი მოსამართლეების დამორჩილებას ემსახურება.

„მაგალითად, ლაშა ჩხიკვაძის მსგავსი მოსამართლეები მათ არ სჭირდებათ. მათ უნდათ, წინასწარ რომ დაიბარებენ მოსამართლეს, მისცემენ დირექტივას, რომ აი, ეს საქმე ასე უნდა გადაწყდეს და მოსამართლეც ხმის ამოუღებლად შეასრულებს ამ დავალებას, აი, ასეთი მოსამართლეები უნდათ.

როდესაც ფიზიკურად ვერ მოხერხდა სასამართლო კორპუსში განხეთქილების მოწყობა, ვერ მოხდა მოსამართლეების ისეთი ჯგუფის შექმნა, რომელსაც დაეყრდნობიან ეს მავანნი და მათი მეშვეობით განახორციელებენ სასამართლო ხელისუფლების კონტროლს, ახლა ამ პრინციპის მეორე ასპექტზე გადავიდნენ – მოდით, მივაღწიოთ ისეთ სიტუაციას, როდესაც სასამართლო ხელისუფლება იქნება პარალიზებული, მაქსიმალურად დისკრედიტირებული. არ ექნება ნდობა საზოგადოებაში“, – განაცხადა გვრიტიშვილმა.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ე.წ. ვეტინგის სისტემის შემოღებას ითხოვენ, რაც მოსამართლეების შემოწმებას და მათ გათავისუფლებას გულისხმობს. მათი იდეაა, რომ საქართველოში სასამართლოს დაკომპლექტების პროცესი უცხო ქვეყნების საელჩოების მიერ წარიმართოს.

Post navigation

Previous: ვეტინგს – როგორც რადიკალურ ზომას, მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაში მიმართეს და ყველა შემთხვევაში ამან სასამართლოს მუშაობის შეფერხება გამოიწვია
Next: ახლა ჩვენი, ადამიანების დაკვეთაა, შევინარჩუნოთ მშვიდობა და მივიდეთ საბოლოო შედეგამდე – ლელა რაზიკაშვილი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.