Skip to content
08/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

როდესაც საუბარია ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, ბიზნესურთიერთობებზე, აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გადაადგილების თვალსაზრისით ჩვენს მოქალაქეებს არ ჰქონდეთ ბარიერები

მარშალ პრესი 04/03/2024
ilia darchiashvili

საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა „იმედის კვირაში“ ჩინეთთან უვიზო მიმოსვლის მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობის პრიორიტეტი იყო, არის და იქნება მომავალშიც რაც შეიძლება მეტი პარტნიორი ქვეყანა ჰყავდეს და მოიხსნას ბარიერები, რომელიც პოტენციურად ხელს შეიძლება უშლიდეს საქართველოს მოქალაქეებს.

„საქართველო და ჩინეთი შეთანხმდნენ უვიზო მიმოსვლაზე, რაც დამატებითი იმპულსი იქნება ორმხრივ ურთიერთობებში. ეს ემსახურება ჩვენი ხალხის ინტერესებს. როდესაც საუბარია ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, ბიზნესურთიერთობებზე, აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გადაადგილების თვალსაზრისით ჩვენს მოქალაქეებს არ ჰქონდეთ მეტი ბარიერები. აქ არამარტო მსხვილ ბიზნესზეა საუბარი, არამედ მცირე და საშუალო ბიზნესზეც. საქართველოს მთავრობის პრიორიტეტი იყო, არის და იქნება მომავალშიც რაც შეიძლება მეტი პარტნიორი ქვეყანა გვყავდეს, რაც შეიძლება მეტი თანამშრომლობა არსებობდეს ორმხრივ ფორმატებში სხვადასხვა ქვეყანასთან და გავზარდოთ არეალი იმ ქვეყნების, სადაც უფრო დავახლოვდებით პოლიტიკურად და მოვხსნით იმ ბარიერებს, რომელიც პოტენციურად შეიძლება ხელს უშლიდეს ჩვენს მოქალაქეებს“, – აღნიშნა მინისტრმა.

Post navigation

Previous: ახლა ჩვენი, ადამიანების დაკვეთაა, შევინარჩუნოთ მშვიდობა და მივიდეთ საბოლოო შედეგამდე – ლელა რაზიკაშვილი
Next: წალენჯიხის მერის დაბნეული და დაძაბული საუბარი “ფორმულაზე” (ვიდეო)

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.