Skip to content
01/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

დონალდ ტრამპმა სამ შტატში გამართულ შიდაპარტიულ შეკრებაზე, ე.წ. კოკუსში გაიმარჯვა

მარშალ პრესი 03/03/2024
დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპმა სამ შტატში გამართულ შიდაპარტიულ შეკრებაზე, ე.წ. კოკუსში გაიმარჯვა.

„როიტერის“ ცნობით, აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა რესპუბლიკელთა უმრავლესობის მხარდაჭერა იოლად მოიპოვა მიჩიგანში, აიდაჰოსა და მისურიში.

სამივე შტატში ტრამპმა დაამარცხა ერთადერთი კონკურენტი ნიკი ჰეილი და კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა რესპუბლიკური პარტიიდან პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენისკენ. მიჩიგანში ტრამპმა პარტიის წევრებისა და მხარდამჭერების ხმების 98% მიიღო, მას 1 575 ხმა ჰქონდა, ხოლო ნიკი ჰეილს – 36.

„როიტერის“ ცნობით, 2024 წლის საპრეზიდენტო მარათონში გადამწყვეტი შემდეგი კვირა იქნება, როდესაც 5 მარტს, აშშ-ში ე.წ. სუპერ სამშაბათი გაიმართება, რა დროსაც პრეზიდენტობის კანდიდატს ერთდროულად 15 შტატში აირჩევენ.

Continue Reading

Previous: პარტია „საქართველოსთვის“ წევრების ლიდერი იყო იმ დროს პრემიერ-მინისტრი, რომელმაც დააკონსერვა რუსთავის განვითარების ახალი შესაძლებლობები
Next: სიცოცხლეებს როდესაც ვკარგავთ, პარტნიორების შიდა პოლიტიკური თამაშების გაგება შეუძლებელია, ამის დავიწყება შეუძლებელი იქნება, ეს მსოფლიოს ემახსოვრება

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025