Skip to content
01/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პარტია „საქართველოსთვის“ წევრების ლიდერი იყო იმ დროს პრემიერ-მინისტრი, რომელმაც დააკონსერვა რუსთავის განვითარების ახალი შესაძლებლობები

მარშალ პრესი 03/03/2024
ნინო ლაცაბიძე

სწორედ პარტია „საქართველოსთვის“ წევრების ლიდერი იყო იმ დროს პრემიერ-მინისტრი, რომელმაც დააკონსერვა რუსთავის განვითარების ახალი შესაძლებლობები, აქედან გამომდინარე, კიდევ უფრო მიუღებელია მათი დემაგოგია იმ საკითხებზე, რაზეც თავის დროზე თვითონ შეეძლოთ მიეღოთ გადაწყვეტილებები, შეეცვალათ და უკეთესი პირობები შეექმნათ, მაგრამ მარტივია კრიტიკა და რთულია საქმის კეთება – ამის შესახებ რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

როგორც ნინო ლაცაბიძემ აღნიშნა, ამ ადამიანებს საქმის საკეთებლად ჰქონდათ თანამდებობაც და დროც, რაც ვერ გამოიყენეს.

მაგალითად ნინო ლაცაბიძემ რუსთავი-თბილისის ავტობანის გარკვეული მონაკვეთის დაკონსერვება მოიყვანა.

„მათი ლიდერის დროს განაცხადეს ბრიფინგზე, რომ რუსთავი-თბილისის ავტობანის გარკვეული მონაკვეთი დაკონსერვდა. წარმოიდგინეთ, ათასობით ადამიანი ყოველ დღე თბილისთან ძალიან მჭიდროდ არის დაკავშირებული, სამუშაოდ, განათლების მისაღებად, ჯანდაცვის სერვისებისთვის ჩამოდის და ამ ადამიანებს და მთელ რუსთავს გამოგვიცხადეს, რომ დაკონსერვდა რუსთავი-თბილისის ავტობანის გარკვეული მონაკვეთი, რაც დღემდე პრობლემაა. სწორედ პარტია „საქართველოსთვის“ წევრების ლიდერი იყო იმ დროს პრემიერ-მინისტრი, რომელმაც დააკონსერვა იმედი და ქალაქის განვითარების ახალი შესაძლებლობები, აქედან გამომდინარე, კიდევ უფრო მიუღებელია მათი დემაგოგია იმ საკითხებზე, რაზეც თავის დროზე თვითონ შეეძლოთ მიეღოთ გადაწყვეტილებები, შეეცვალათ და უკეთესი პირობები შეექმნათ, მაგრამ მარტივია კრიტიკა, შორიდან რაღაცის ყურება და რთულია საქმის კეთება. ამ ადამიანებს საქმის საკეთებლად ჰქონდათ თანამდებობაც და ჰქონდათ დრო, ვერ გამოიყენეს, ახლა გადაინაცვლეს ოპოზიციაში და ოპოზიციიდან ძალიან გალაღებულად არიან კრიტიკაში, ოღონდ სამწუხაროდ ესეც არ გამოსდით ბოლომდე“, – განაცხადა რუსთავის მერმა.

Continue Reading

Previous: სააკაშვილმა ახალი წერილი გამოგვიგზავნა
Next: დონალდ ტრამპმა სამ შტატში გამართულ შიდაპარტიულ შეკრებაზე, ე.წ. კოკუსში გაიმარჯვა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025