Skip to content
01/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

სიცოცხლეებს როდესაც ვკარგავთ, პარტნიორების შიდა პოლიტიკური თამაშების გაგება შეუძლებელია, ამის დავიწყება შეუძლებელი იქნება, ეს მსოფლიოს ემახსოვრება

მარშალ პრესი 03/03/2024
ვოლოდიმირ  ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, პარტნიორების შიდა პოლიტიკური თამაშების გამო უკრაინის თავდაცვა იზღუდება. ამის შესახებ მან ტრადიციულ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

ზელენსკიმ ყურადღება ოდესაზე მიტანილ იერიშზე გაამახვილა, რომელსაც, ბოლო ცნობებით, შვიდი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათ შორის რამდენიმე ბავშვია.

„მსოფლიომ იცის, რა შეიძლება, დაუპირისპირო ტერორს. მსოფლიოში არსებობს საკმარისი რაოდენობით ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემები, „შაჰედებისგან“ და რაკეტებისგან დამცავი სისტემები. უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდების გაჭიანურება, ანტისაჰაერო თავდაცვითი საშუალებების მიწოდების შეფერხება, სამწუხაროდ, იწვევს ისეთ დანაკარგს, როგორც ოდესაში, იწვევს იმას, რომ იზრდება იმ ბავშვების რიცხვი, რომელთაც რუსეთი სიცოცხლეს ართმევს. უკრაინა მეტს არაფერს ითხოვს, გარდა იმისა, რაც სიცოცხლეს დაიცავს. ხოლო სიცოცხლეებს როდესაც ვკარგავთ და პარტნიორებს შიდა პოლიტიკური თამაშები ან დავები აქვთ, რაც ჩვენს დაცვას ზღუდავს, ამის გაგება შეუძლებელია. შეუძლებელი იქნება ამის დავიწყება. მსოფლიოს ეს ემახსოვრება“, – განაცხადა ზელენსკიმ.

Continue Reading

Previous: დონალდ ტრამპმა სამ შტატში გამართულ შიდაპარტიულ შეკრებაზე, ე.წ. კოკუსში გაიმარჯვა
Next: ზურაბიშვილი გამოხატავს საქართველოს მოსახლეობის ინტერესებს ევროპული და ევრო-ატლანტიკური მიმართულებით – დავით ბერძენიშვილი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025