Skip to content
01/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სააკაშვილმა ახალი წერილი გამოგვიგზავნა

მარშალ პრესი 03/03/2024
მიხეილ სააკაშვილი

მე ჩამოვედი საქართველოში, გავრისკე სიცოცხლე, ჯანმრთელობა და თავისუფლება, იმიტომ რომ გამეთავისუფლებინა საქართველო კლანებისაგან, სიღარიბისგან მასობრივი ემიგრაციის და უპერსპექტივობისგან. მე ყველაფერი მქონდა, კომფორტული, დაცული ცხოვრება, თანამდებობა, პატივისცემა, მაგრამ ვერასდროს ვაპატიებდი ჩემს თავს შორიდან წყნარად მეყურებინა ჩემი ქვეყნის განადგურებისათვის.”- წერს მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ფეისბუქ გვერდზე გამოქვენდა.

“2024 წელს ქართველი ხალხი აკეთებს არჩევანს, არის სრულფასოვანი, ერთიანი ერი, რომელიც საკუთარ მიწაზე ცხოვრობს ღირსეულად, შრომობს ღირსეულად და აქვს მომავლის იმედი – თუ ირჩევს გაუცხოების, სიღარიბის, უპერსპექტივობის და საკუთარი ქვეყნიდან ემიგრაციის გზას.
ქართველი ხალხი აუცილებლად გააკეთებს სწორ არჩევანს !

2024 წელს, ცვლილებებისთვის ბრძოლაში ნაციონალური მოძრაობა გააკეთებს ყველაზე მეტს, იბრძოლებს ყველაზე უფრო მძაფრად, მოიპოვებს ყველაზე მეტი ადამიანის მხარდაჭერას და შეასრულებს გადამწყვეტ როლს ქვეყნის ევროპეიზაციაში – რაც ნიშნავს ღირსეულ დასაქმებას, მაღალ შემოსავლებს, საუკეთესო განათლებას, უზრუნველ სიბერეს, მომავლის პერსპექტივას – აქ, საქართველოს მიწაზე.

თუ ვინმეს სურს ჩემთან ერთად, ანუ ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად, იმუშაოს – ჩვენი კარი ღიაა, მათ შორის პარტიული ბორდის დონეზე.
მე დარწმუნებული ვარ ყველა ჩემი მხარდამჭერი გააკეთებს ერთადერთ სწორ არჩევანს, წავა არჩევნებზე, შემოხაზავს 5 ნომერს და ამით გარანტირებულად ხმას მიცემს ცვლილებებს.
მე თამაშებს არ ვთამაშობ, მე ვიბრძვი და გავრისკე სიცოცხლე და თავისუფლება იმისათვის რომ გავათავისუფლო საქართველო კლანებისგან მოვლენილი უპერსპექტივობის და სიღარიბისგან.

არავის კრიტიკას ვაპირებ, მითუმეტეს რომ ჩემს მეგობრებზეა საუბარი და მათ მოტივაციაში ეჭვი არ შემაქვს. ერთადერთი შემიძლია მათ მივცე რჩევა თუ გაითვალისწინებენ, ბოლო რამდენიმე არჩევნებზე იყო მცდელობა შექმნილიყო ნაციონალური მოძრაობის კლონები და ყოველთვის წარუმატებლად დასრულდა. საჭიროა გაანალიზონ თუ რატომ მოხდა ასე. ამჯერად, როცა მე საქართველოში ვარ, თუნდაც ციხეში, მითუმეტეს ვიბრძოლებ გამარჯვებისთვის და მხოლოდ გამარჯვებისთვის ჩვენს გუნდთან ერთად რომელიც ახლა საბოლოო გაფართოების და კრისტალიზაციის პროცესშია. საქართველოს საუკეთესო დღეები წინ არის.”- წერს სააკაშვილი.

Continue Reading

Previous: მამუკა ხაზარაძე მაქათუბნელ მეთუნეს შეხვდა
Next: პარტია „საქართველოსთვის“ წევრების ლიდერი იყო იმ დროს პრემიერ-მინისტრი, რომელმაც დააკონსერვა რუსთავის განვითარების ახალი შესაძლებლობები

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025