Skip to content
02/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ვაფრთხილებ ოპოზიციის “დიდ მამებს” და ისტერიკაში ჩავარდნილ არასამთავრობო სექტორს – თამთა მეგრელიშვილი

მარშალ პრესი 01/03/2024
თამთა მეგრელიშვილი

“ამორალურობისა და უზნეობის პროპაგანდის აკრძალვის ინიციირება საკანონმდებლო დონეზე ქართველი ხალხის დაკვეთაა და ვაფრთხილებ ოპოზიციის “დიდ მამებს” და ისტერიკაში ჩავარდნილ არასამთავრობო სექტორს – ნუ შეხვალთ უკვე წაგებულ ომში ხალხთან,” – წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი, მმართველი გუნდის მიერ ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისა და მისი მავნე შედეგებისგან დაცვის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივის მომზადებასთან დაკავშირებით.

მეგრელიშვილის თქმით, დამარცხების აღიარებაა კანონი, რომელიც ეროვნული, ზნეობრივი ინტერესების დაცვის გარანტი იქნება, ახალგაზრდებს რუსულ კანონად შეასაღონ და ამ სამართლებრივ პროცესს ანტისამართლებრივი მოქმედებები დაუპირისპირონ.

„ამორალურობისა და უზნეობის პროპაგანდის აკრძალვის ინიცირება საკანონმდებლო დონეზე ქართველი ხალხის დაკვეთაა და ვაფრთხილებ ოპოზიციის “დიდ მამებს” და ისტერიკაში ჩავარდნილ არასამთავრობო სექტორს- ნუ შეხვალთ უკვე წაგებულ ომში ხალხთან. დამარცხების აღიარებაა – კანონი რომელიც ეროვნული, ზნეობრივი ინტერესების დაცვის გარანტი იქნება ახალგაზრდებს რუსულ კანონად შეასაღოთ და ამ სამართლებრივ პროცესს ანტისამართლებრივი მოქმედებები დაუპირისპიროთ. უფლებების სახელით ჩვენ უუფლებობამდე მიყვანა არ გამოგივათ! ზნეობრივი, კულტურული, სარწმუნოებრივი ფასეულობების დასაცავად თქვენს გარეშეც, თითქმის მთელი საქართველო მზად ვართ“, – წერს თამთა მეგრელიშვილი Facebook-ზე.

Post navigation

Previous: უმრავლესობას სურს საზოგადოების დაცვა ასეთი პროცესების შესაძლო განვითარებისგან – პრემიერი ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის ინიციატივაზე
Next: LGBT თემის უფლებები სრულად არის დაცული ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათ პროპაგანდის უფლება აქვთ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.