Skip to content
04/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

უმრავლესობას სურს საზოგადოების დაცვა ასეთი პროცესების შესაძლო განვითარებისგან – პრემიერი ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის ინიციატივაზე

მარშალ პრესი 01/03/2024
ირაკლი კობახიძე

ის, რომ საპარლამენტო უმრავლესობას სურს საქართველოში საზოგადოების დაცვა ასეთი პროცესების შესაძლო განვითარებისგან, აბსოლუტურად გასაგებია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მმართველი გუნდის საკანონმდებლო ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, კანონპროექტი უნდა მომზადდეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის პრინციპების შესაბამისად.

„მესმის საპარლამენტო უმრავლესობის შეშფოთება. არის მძიმე ტენდენციები სხვადასხვა სახელმწიფოში, რაც პირდაპირ სტატისტიკაზეც აისახება. ის, რომ საპარლამენტო უმრავლესობას სურს საზოგადოების დაცვა ასეთი პროცესების შესაძლო განვითარებისგან საქართველოში, ეს არის აბსოლუტურად გასაგები. დანარჩენი ვნახოთ. კანონპროექტი უნდა მომზადდეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის პრინციპების შესაბამისად, ეს არის ჩემთვის მთავარი განმსაზღვრელი პრინციპი. თუ იქნება საჭირო მთავრობის ჩართულობა, არ ვიცი, რა ფორმით, როგორ, მაგრამ შესაძლოა ჩვენც მივიღოთ ასეთ რამეში მონაწილეობა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რაც მთავარია კონსტიტუციის პრინციპები უნდა იყოს დაცული, როდესაც ასეთი კანონპროექტი მომზადდება და დარწმუნებული ვარ, სწორედ ასეთი პრინციპებით მომზადდება ეს კანონპროექტი“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

„ქართულმა ოცნებამ” მიიღო გადაწყვეტილება, მოამზადოს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საზოგადოებას „ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს“. შესაბამისი განცხადება „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე გააკეთა. უმრავლესობის ლიდერის თქმით, კანონპროექტი უახლოესი ორი კვირის განმავლობაში მომზადდება და პარლამენტში ინიცირება.

Continue Reading

Previous: ამინდის პროგნოზი 2-4 მარტისთვის
Next: ვაფრთხილებ ოპოზიციის “დიდ მამებს” და ისტერიკაში ჩავარდნილ არასამთავრობო სექტორს – თამთა მეგრელიშვილი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025