Skip to content
04/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

LGBT თემის უფლებები სრულად არის დაცული ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათ პროპაგანდის უფლება აქვთ

მარშალ პრესი 01/03/2024
ხუნდაძე

„ქვეყანა და საზოგადოება საკანონმდებლო დონეზე უნდა იყოს დაცული ფსევდოლიბერალიზმის გარდაუვალი მავნე გავლენებისგან“,-ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ შემუშავებული ახალი საკანონმდებლო ინიციატივა სწორედ პრევენციაა, რათა არ მოხდეს ფსევდო ლიბერალიზმის გაბატონება საქართველოში.

„ქვეყანა და საზოგადოება საკანონმდებლო დონეზე უნდა იყოს დაცული ფსევდოლიბერალიზმის გარდაუვალი მავნე გავლენებისგან. მითუმეტეს ახლა, როდესაც დღითიდღე ვუახლოვდებით ევროპულ ოჯახს, რაც საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის არჩევანია. ასევე, ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანია ეროვნული თვითმყოფადობა, ქართული სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება, ერის ტრადიციების, ფასეულობებისა და ღირებულებების გადაცემა მომავალი თაობისთვის. ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება უნდა მოხდეს ადამიანის უფლებების და ამასთანავე, ეროვნული ღირებულებების დაცვით.

ბოლო პერიოდში, დემოკრატიულ ქვეყნებში მომძლავრდა LGBT პროპაგანდა, სხვადასხვა კანონის თუ გადაწყვეტილებების მიღება ერთსქესიანთა ქორწინების, შვილად აყვანის, გენდერული ნიშნით ტერმინების აკრძალვის თუ სხვა არატრადიციული ქმედებების დასაკანონებლად. შესაძლოა საზოგადოების მცირე ნაწილი ფიქრობდეს, რომ ეს მათი გადასაწყვეტია და ასეც არის, ჩვენ არ ვერევით სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში, მაგრამ რამდენადაც გარკვეული ძალები ცდილობენ იგივე იდეოლოგიის დამკვიდრებას საქართველოში, ამდენად, საჭიროა პრევენციული ქმედება ჩვენი მხრიდან. საპარლამენტო უმრავლესობის მიერ შემუშავებული ახალი საკანონმდებლო ინიციატივა სწორედ პრევენციაა, რათა არ მოხდეს ფსევდო ლიბერალიზმის გაბატონება საქართველოში.

რამდენიმე წლის წინ ჩვენ მივიღეთ “ანტიდისკრიმინაციული კანონი”, რომელიც იცავს ყველა სახის უმცირესობების უფლებებს საქართველოში. LGBT თემის უფლებები სრულად არის დაცული ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათ პროპაგანდის უფლება აქვთ. ჩვენ არ ვერევით პიროვნების პირად ცხოვრებაში, მაგრამ ჩვენ ვიცავთ სახელმწიფოს ტრადიციულ ღირებულებებს, რაც ჩვენი ვალდებულებაა. საქართველო უძველესი ქრისტიანული ქვეყანაა და ჩვენი ვალია, სწორედ ამ რწმენით და ტრადიციებით შევუნარჩუნოთ ის მომავალ თაობებს“, – წერს ხუნდაძე.

Continue Reading

Previous: ვაფრთხილებ ოპოზიციის “დიდ მამებს” და ისტერიკაში ჩავარდნილ არასამთავრობო სექტორს – თამთა მეგრელიშვილი
Next: იქოქებიან და იწყებენ გალაშქრებას დაუწერელი, არარსებული საკანონმდებლო ინიციატივის წინააღმდეგ – ნინო ფოჩხუა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025