Skip to content
14/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

თუ ორმხრივ სტრატეგიულ ურთიერთობაში მე ყველაფერს ვაკეთებ და მეორე მხრიდან არ გადაიდგმება შესაბამისი ნაბიჯები, ეს როგორი დამოკიდებულებაა?

მარშალ პრესი 28/02/2024
გურამ მაჭარაშვილი

„ჩვენ თუ გადავხედავთ ისტორიას, დავინახავთ, რომ ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯები ამერიკასთან სტრატეგიულ ურთიერთობებში არის პირნათელი (მათივე შეფასებებით), მათ შორის ჩვენი შრომით და ჩვენი ჯარისკაცების სისხლის ფასად (ათეულობით ჯარისკაცი დაიღუპა, ასევე ათეულობით ჯარისკაცს ჯანმრთელობა დაუზიანდა)“, -ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყნები იბრძვიან იმისთვის, რომ საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტი გაზარდონ, საქართველოს ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორის ნაწილი კი იბრძვის იმისთვის, რომ სუვერენიტეტი შეილახოს.

„პრობლემა იცით რა არის? მათ სურდათ ქართული საზოგადოება შეეგუებინათ იმისთვის, რომ მთავარია სტრატეგიული პარტნიორი რას იტყვის და იმის იქეთ, არ უნდა განსაჯო ის თუ რა მოქმედებას აწარმოებს.

ჩვენ თუ გადავხედავთ ისტორიას, დავინახავთ, რომ ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯები ამერიკასთან სტრატეგიულ ურთიერთობებში არის პირნათელი (მათივე შეფასებებით), მათ შორის ჩვენი შრომით და ჩვენი ჯარისკაცების სისხლის ფასად (ათეულობით ჯარისკაცი დაიღუპა, ასევე ათეულობით ჯარისკაცს ჯანმრთელობა დაუზიანდა). 30 წელია ამერიკასთან უვიზო მიმოსვლა არ არსებობს; სამწუხაროდ, ვერ შევძელით პირდაპირი ფრენები.

ეს ყველაფერი ხომ ურთიერთობაა. თუ ორმხრივ სტრატეგიულ ურთიერთობაში მე ყველაფერს ვაკეთებ და მეორე მხრიდან არ გადაიდგმება ძირითადი ნაბიჯები მათ შორის, არც ინვესტიციების გაზრდის თვალსაზრისით და ა.შ. ეს როგორი დამოკიდებულებაა? სტრატეგიული ურთიერთობაა, თუ უფრო ვასალურ დამოკიდებულებას წააგავს. ჩვენ, ზედმეტად თავს არავის ვესხმით და არც პიროვნული პრობლემები არ გაგვაჩნია.

მაგრამ, როდესაც საქართველოს წინააღმდეგ პირდაპირ არის გადმოდგმული ნაბიჯები და აღიქვამენ საქართველოს, როგორც კოლონიას – ეს რა თქმა უნდა, მიუღებელია. რატომღაც, გარკვეულ წრეებში გაჩნდა აზრი, ეს ხომ არ არის ურთიერთობის გადახედვა. იმის საშიშროებას და რისკს რატომ ვერ ხედავენ, რომ ამით საქართველოს სუვერენიტეტი ილახება? ქვეყნები იბრძვიან იმისთვის, რომ საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტი გაზარდონ, ჩვენი ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორის ძირითადი ნაწილი კი იბრძვის იმისთვის, რომ ჩვენი სუვერენიტეტი შეილახოს. წარმოიდგინეთ, ჩვენ დამოუკიდებლობისთვის ვიბრძოლეთ იმიტომ, რომ სხვა ქვეყნის საელჩოებმა დაგვინიშნონ მოსამართლეები, სხვა ქვეყნიდან დაფინანსებულმა „ენჯეოებმა“ დაგვინიშნონ მთავრობის წევრები და პარლამენტში კანონების წერა გვიკარნახონ? ეს უნდათ ზუსტად. ჩვენი სუვერენიტეტი ხომ ამით ილახება და რა თქმა უნდა, ჩვენ ამას არ დავუშვებთ. ნებისმიერ ისეთ ურთიერთობას გადავხედავთ, რომელიც იქნება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის საწინააღმდეგო“, –განაცხადა მაჭარაშვილმა.

Post navigation

Previous: ასე მოხდა ალბანეთში, ასე მოხდა უკრაინაში და ასეთი ჩანაფიქრი იყო საქართველოს შემთხვევაში – ზურაბ ქადაგიძე
Next: ჰესი არ ააშენოთო, ხე არ გადარგოთო – ვინ არიან ეს ადამიანები, საიდან ფინანსდებიან? – ლევან ნიკოლეიშვილი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.