Skip to content
13/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ასე მოხდა ალბანეთში, ასე მოხდა უკრაინაში და ასეთი ჩანაფიქრი იყო საქართველოს შემთხვევაში – ზურაბ ქადაგიძე

მარშალ პრესი 28/02/2024
ზურაბ ქადაგიძე

„ვეტინგის ამოქმედება მოხდა ალბანეთში, უკრაინაში და ასეთი ჩანაფიქრი იყო საქართველოს შემთხვევაში. ასე რომ, ოპოზიციას ნუ დავაბრალებთ, ოპოზიციას დაავალეს ეს ყველაფერი,” – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას „ხალხის ძალის“ წევრმა ზურაბ ქადაგიძემ, როცა კომენტარი გააკეთა ოპოზიციის მოთხოვნაზე, რომ საქართველოში სასამართლო სისტემის სრულყოფისათვის საჭიროა ვეტინგის სისტემის ამოქმედება.

როგორც ზურაბ ქადაგიძემ განმარტა, ვეტინგი არის სოროსის აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის, USAID-ის და აშშ-ს საელჩოს კოორდინირებული პროექტი და ის გამოყენებული იყო უკრაინასა და ალბანეთში, რის შედეგადაც ამ ქვეყნების მართლმსაჯულება სამართლებრივი სივრციდანაა გასული.

„ვეტინგის ძირითადი არსი არის ის, რომ უნდა შეიკრიბოს კოლეგია, რომელსაც წარმოადგენენ აქაური არასამთავრობო ორგანიზაციები, უცხოელი და რამდენიმე ქართველი აქტორი, მაგრამ, აქ არის მთავარი მაგრამ – გადაწყვეტილებას იღებს კოლეგია იმ შემთხვევაში, თუ ამის მომხრეა მისი აბსოლუტური უმრავლესობა. ანუ, უცხოელი აქტორი, თუ გადაწყვეტს, რომ პირობითად, თამარი არ აკმაყოფილებს მათი გაგებით კვალიფიკაციას, ამ შემთხვევაში ის უნდა გაიდევნოს სასამართლოდან.

ასე მოხდა ალბანეთში, ასე მოხდა უკრაინაში და ასეთი ჩანაფიქრი იყო საქართველოს შემთხვევაში. ასე რომ, ოპოზიციას ნუ დავაბრალებთ, ოპოზიციას დაავალეს ეს ყველაფერი. ვეტინგი არის სოროსის აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის, USAID-ის და აშშ-ს საელჩოს კოორდინირებული პროექტი. ამის თქმის საშუალებას მაძლევს ის, რომ ერთი ერთში მოხდა იგივე ალბანეთში, უკრაინაში. უკრაინული სასამართლო აბსოლუტურად გასულია უკრაინის სამართლებრივი სივრციდან და ასევეა ალბანეთში. ასე უნდოდათ საქართველოში და ამის მცდელობა ჰქონდათ შარშან, როდესაც იყო განსაკუთრებული ჩარევები და აშშ-ს საელჩოს წარმომადგენელი ხელაღებით მოითხოვდა ზოგიერთი მოსამართლის უვადოდ დანიშვნას. ეს იყო პირველი ნაბიჯი, მას უნდა მოჰყოლოდა რაღაც დოკუმენტის შემუშავება და შემდეგ ამ ვეტინგის პროცესის დაწყება. ამას შეუშალეს მაშინ ხელი „ხალხის ძალამ“ და პრინციპულმა პოლიტიკოსებმა და წელს ვნახეთ ამ თემის შემობრუნება – როდესაც ვერ აკონტროლებენ აღმასრულებელ ხელისუფლებას, რჩება ერთადერთი, გავლენა მოახდინონ სასამართლო ხელისუფლებაზე,” – განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.

Post navigation

Previous: რაკი დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის პრეზიდენტობის დროს ამერიკას აქცევს ქრისტიანულ სახელმწიფოდ და ევროპაშიც მომძლავრდნენ მემარჯვენე პარტიები, ეს ნიშნავს, რომ საზოგადოებაში არის ეს დაკვეთა
Next: თუ ორმხრივ სტრატეგიულ ურთიერთობაში მე ყველაფერს ვაკეთებ და მეორე მხრიდან არ გადაიდგმება შესაბამისი ნაბიჯები, ეს როგორი დამოკიდებულებაა?

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.