Skip to content
14/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ჰესი არ ააშენოთო, ხე არ გადარგოთო – ვინ არიან ეს ადამიანები, საიდან ფინანსდებიან? – ლევან ნიკოლეიშვილი

მარშალ პრესი 28/02/2024
ლევან ნიკოლეიშვილი

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი დაცული ტერიტორიების სააგენტოს განცხადებას ეხმიანება, სადაც აღნიშნულია, რომ ბალდის კანიონის ტერიტორიაზე, ბიომრავალფეროვნებაზე ზემოქმედების შეფასების მიზნით მისული ექსპერტთა ჯგუფი, პროტესტის მონაწილეებმა ადგილზე არ შეუშვეს.

ნიკოლეიშვილი სვამს კითხვას, რატომ ეწინააღმდეგებიან ეს ადამიანები საინვესტიციო პროექტებს და კურორტების განვითარებას. ექსპერტი ასევე ინტერესდება, ვინ დგას აქტივისტების უკან და საიდან ფინანსდებიან ისინი.

“დაცული ტერიტორიების სააგენტომ გავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც ირკვევა რომ „ბალდის კანიონის ტერიტორიაზე, ბიომრავალფეროვნებაზე ზემოქმედების შეფასების მიზნით მისული ექსპერტთა ჯგუფი, პროტესტის აქტივისტებმა ადგილზე არ შეუშვა.“ აქეთ ჰესი არ ააშენოთო იქით ხე არ გადარგოთო, ბიომრავალფეროვნებაც ჩვენ შეგვითანხმეთო. რატომ ეწინააღმდეგებიან ინვესტიციების განხორციელებას, კურორტების მოწყობას? რატომ უშლიან ხელს ადგილობრივების დასაქმებას? ვინ არიან ეს ადამიანები, ვინ დგას მათ ზურგს უკან, საიდან ფინანსდებიან? რას ნიშნავს არ შეუშვაო იკითხავს მავანი, რას ნიშნავს და თავგასულობას რომელსაც ამკვიდრებენ კრებსითი ვარლამ გოლეთიანები. საინტერესოა როდემდე უნდა გაგრძელდეს მათი პარპაში?” – წერს ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

Post navigation

Previous: თუ ორმხრივ სტრატეგიულ ურთიერთობაში მე ყველაფერს ვაკეთებ და მეორე მხრიდან არ გადაიდგმება შესაბამისი ნაბიჯები, ეს როგორი დამოკიდებულებაა?
Next: უცნობია, საიდან ფინანსდებიან ეს პროვოკატორები – გია აბაშიძე ბალდის კანიონის პროექტის მოწინააღმდეგეებზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.