Skip to content
13/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

რაკი დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის პრეზიდენტობის დროს ამერიკას აქცევს ქრისტიანულ სახელმწიფოდ და ევროპაშიც მომძლავრდნენ მემარჯვენე პარტიები, ეს ნიშნავს, რომ საზოგადოებაში არის ეს დაკვეთა

მარშალ პრესი 28/02/2024
თამარ ჩიბურდანიძე

„ორი დღის წინ ჩვენ მოვისმინეთ დონალდ ტრამპის განცხადება, რომ მისი საარჩევნო კამპანია ერთ სიტყვაზე – ქრისტიანობაზე იქნება დაფუძნებული და პრეზიდენტობის დროს ამერიკას აქცევს ქრისტიანულ სახელმწიფოდ“, – ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ მედიასთან განაცხადა.

მისი თქმით, ევროპულ სახელმწიფოებში, რომლებიც უმთავრესი ეპიცენტრია თანამედროვე პოლიტიკური მოვლენების, მომძლავრდნენ მემარჯვენე პოლიტიკური იდეოლოგიის პარტიები, რომლებმაც წინა ხაზზე გამოიტანეს ეროვნული იდენტობა, ფასეულობები, ღირებულებები.

“ამერიკის დღევანდელ ადმინისტრაციაში, როგორც ჩანს მთლად ერთგვარი დამოკიდებულება არაა ამ საკითხის მიმართ და რატომ? საარჩევნოდ, საპრეზიდენტო კანდიდატები აკეთებენ ისეთ განცხადებებს, ფოკუსირდებიან ისეთ თემებზე, რომლებიც მომგებიანი არის საზოგადოებაში.

ორი დღის წინ ჩვენ მოვისმინეთ დონალდ ტრამპის განცხადება, რომ მისი საარჩევნო კამპანია ერთ სიტყვაზე – ქრისტიანობაზე იქნება დაფუძნებული და პრეზიდენტობის დროს ამერიკას აქცევს ქრისტიანულ სახელმწიფოდ. ნახეთ რა მესიჯი გააჟღერა ტრამპმა. როგორც ჩანს, მან ჩაატარა სოციოლოგიური კვლევები და ამერიკის მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ეს სტკივა, ანუ ამერიკაში არ არის ერთგვაროვანი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ. იქ არიან, ასეთი იდეოლოგიის მქონე ადამიანები, ამომრჩევლები, მოქალაქეები და ფაქტიც სახეზეა, რადგან პრეზიდენტობის კანდიდატი აქცენტს აკეთებს ამ საკითხზე ე.ი. მოსახლეობაში მოთხოვნა არის.

განვიხილოთ ევროპის საკითხიც. ჩვენ ვიცით, წელს ევროპარლამენტის საპარლამენტო არჩევნებია, გარდა ამისა, ევროკავშირის სხვადასხვა სახელმწიფოში არის არჩევნები. ძალიან არის მომძლავრებული მემარჯვენე იდეოლოგიის მქონე პარტიები, ანუ პარტიები, რომლებიც უპირველეს აქცენტს აკეთებენ საკუთარი ქვეყნის ტრადიციებზე და ფასეულობებზე. რამ გამოიწვია ეს? უკრაინის ომის ფონზე, ჩვენ ვიცით, რომ თუ ვინმეს დაარტყა უკრაინის ომმა, დაარტყა ევროპას და ევროკავშირს. მათზე მოხდა პირდაპირ ფოკუსირება სოციალური, ეკონომიური თუ სხვადასხვა მიმართულებით. ევროპულ სახელმწიფოებშიც კი, რომლებიც უმთავრესი ეპიცენტრია თანამედროვე პოლიტიკური მოვლენების, მომძლავრდნენ მემარჯვენე პოლიტიკური იდეოლოგიის პარტიები, რომლებმაც წინა ხაზზე გამოიტანეს ეროვნული იდენტობა, ფასეულობები, ღირებულებები და საკუთარი ნაციონალური თვითგადარჩენის საკითხი“, -განაცხადა ჩიბურდანიძემ.

Post navigation

Previous: გთხოვთ, კიდევ ცოტა გაძლოთ – მიხეილ სააკაშვილი
Next: ასე მოხდა ალბანეთში, ასე მოხდა უკრაინაში და ასეთი ჩანაფიქრი იყო საქართველოს შემთხვევაში – ზურაბ ქადაგიძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.