Skip to content
13/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

გთხოვთ, კიდევ ცოტა გაძლოთ – მიხეილ სააკაშვილი

მარშალ პრესი 28/02/2024
მიხეილ სააკაშვილი

სულ რამდენიმე დღეში, ჩემი გათავისუფლებისთვის 100 ათასზე მეტი ხელმოწერა შეგროვდა. მიუხედავად სიცივისა, წვიმებისა ხალხი აწყდება ოფისებს და სულ მალე ეს რიცხვი შეიძლება მკვეთრად გაიზარდოს, შეიძლება გაორმაგდეს, გასამმაგდეს.”– წერს მიხეილ სააკაშვილი, რომლის პოსტიც მის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა.

“დიდი მადლობა ყველას და რა თქმა უნდა, სოფო ჯაფარიძეს, ვინც ამ ხელმოწერების შეგროვება დააინიცირა და ყველა აქტივისტს, ვინც მას ამაში ეხმარება.

ხელმოწერების კამპანია კიდევ ერთხელ ადასტურებს თუ რამხელა მუხტია დაგროვილი ხალხში, რომელსაც უიმედობა ყელში ამოუვიდა და ენატრება საკუთარ ქვეყანაში ადამიანური ცხოვრება.

ძალიან მიყვარხართ ყველანი. ვიცი როგორ გიჭირთ, ყოველდღე ლუკმა-პურისთვის გიხდებათ ბრძოლა. შვილები, მამები, დედები უცხოეთში არიან გასული. არ იცით თუ რას გიმზადებთ ხვალინდელი დღე და მაინც არ ჩამოუშვით ხელები, აქტიურობთ. თქვენი თითოეული ხელმოწერა არის დიდი სტიმული ჩემთვის და მაძლევს ბრძოლის ხალისსა და ძალას. გთხოვთ, კიდევ ცოტა გაძლოთ.”– წერს სააკაშვილი.

Post navigation

Previous: მრჩება ეჭვი, რომ კვლავ ვიღაცის დავალება სრულდება და კრებსითი ვარლამ გოლეთიანები სანაცვლოდ ფულს იღებენ
Next: რაკი დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის პრეზიდენტობის დროს ამერიკას აქცევს ქრისტიანულ სახელმწიფოდ და ევროპაშიც მომძლავრდნენ მემარჯვენე პარტიები, ეს ნიშნავს, რომ საზოგადოებაში არის ეს დაკვეთა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.