Skip to content
23/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

პირობას გაძლევთ, ჩემი ადმინისტრაციის პირობებში ვერავინ შეეხება ქრისტეს ჯვარს – დონალდ ტრამპი

მარშალ პრესი 26/02/2024
დონალდ ტრამპი

პირობას გაძლევთ, რომ ჩემი ადმინისტრაციის პირობებში ვერავინ შეეხება ქრისტეს ჯვარს, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

ტრამპის თქმით, არჩევის შემთხვევაში პრეზიდენტობის მეორე ვადას გამოიყენებს ქრისტიანული ღირებულებების დასაცავად.

„გახსოვდეთ, რომ ისტორიის განმავლობაში ყველა კომუნისტური რეჟიმი ცდილობდა ეკლესიის დახურვას, ისევე როგორც ფაშისტურმა რეჟიმმა სცადა მათი დამორჩილება და გაკონტროლება. ამერიკაში რადიკალი მემარცხენეები კი ცდილობენ ორივეს. პირობას გაძლევთ, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ვერავინ შეეხება ქრისტეს ჯვარს“, – ამბობს დონალდ ტრამპი.

რაც შეეხება სამხრეთ კაროლინაში გამართულ საპრეზიდენტო პრაიმერიზში ტრამპის გამარჯვებას, „ბიბისი“ წერს, რომ მას ერთი ნაბიჯი აშორებს „რესპუბლიკური პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატობამდე.

Post navigation

Previous: რამდენიმე დღით ადრე იყო გარკვეული პროვოცირება ჩემი მანქანით გადაადგილებისას. იყო საავარიო სიტუაციის შექმნის მცდელობა
Next: ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ორი წლის განმავლობაში ომში 31 000 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.