Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ორი წლის განმავლობაში ომში 31 000 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა

მარშალ პრესი 26/02/2024
ვოლოდიმირ-ზელენსკი-640x361

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ორი წლის განმავლობაში ომში 31 000 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა. ამის შესახებ ზელენსკიმ დღევანდელ კონფერენციაზე განაცხადა.

დაჭრილი სამხედროების შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ზუსტ რაოდენობას ვერ დაასახელებს, რადგან ეს დაეხმარება რუსი სამხედროების გეგმებს.

ზელენსკიმ ასევე ისაუბრა იმის შესახებ, უპასუხებს თუ არა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ზარს.

„ის მე არ დამირეკავს. მას არ სურს ომის დასრულება. დღეის მონაცემებით, ასეა“, – ამბობს ზელენსკი.

როგორც ზელენსკი აცხადებს, ფული პუტინის სუსტი წერტილია. მისი აზრით, რუსეთის გაყინული აქტივების უკრაინისთვის გადაცემა შეასუსტებს პუტინის პოზიციას რუს ბიზნესმენებს შორის, რომლებიც მას მხარს უჭერენ.

„მათი ჯარის ბრძოლის ველზე შესუსტება, მათი შესუსტება მსოფლიოში პოლიტიკური იზოლაციით, შესუსტება სანქციებით – ეს ყველაფერი იმისთვისაა, რომ პუტინი გახადონ ღარიბი. ფული მისთვის ნომერ პირველია. თუ მის მესიჯებს უსმენთ, მის გარშემო ყველაფერი ფულია“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

Continue Reading

Previous: პირობას გაძლევთ, ჩემი ადმინისტრაციის პირობებში ვერავინ შეეხება ქრისტეს ჯვარს – დონალდ ტრამპი
Next: კატეგორიულად უარვყოფთ, რომ იქ იყო მოწამვლა და ამას ვადასტურებთ არაერთი კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევით – ნინო ნადირაძე მიხეილ სააკაშვილზე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025