
რამდენიმე დღისთ ადრე იყო გარკვეული პროვოცირება ჩემი მანქანით გადაადგილებისას. იყო საავარიო სიტუაციის შექმნის მცდელობა, როდესაც პირიქით, უკნიდან შეიძლება დავჯახებოდით წინ გაჩერებულ ავტომობილს.”– განაცხადა “ცესკო”-ს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა 25 თებერვალს, ტელეკომპანია “იმედი”-ს გადაცემა “იმედი LIVE”-ში სტუმრობისას, როდესაც გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას მის წინააღმდეგ დაგეგმილ შესაძლო თავდასხმასთან დაკავშირებით.
“რატომ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს შესაძლოა ამის ნაწილი ყოფილიყო – გადმოვიდა პირი, რომელსაც უკანა კარის გამოღების მცდელობა ჰქონდა, ამ დროს, მე თვითონ ვიჯექი საჭესთან და როდესაც უკან არავინ დახვდა, გაკვირვებული იყო, აქ არ ზისო.
მაგალითად, დღეს ჩვენმა ინფორმაციის დაცულობის ცენტრმა რამდენიმე ბმული გამოავლინა, სადაც უკვე ჩემთან მიმართებაში მიდის პირადი სიტყვიერი შეურაცხყოფები. ეს ნიშნავს იმას, რომ როდესაც ადამიანს არ აქვს საფუძველი ობიექტურად გააკრიტიკოს შენი საქმიანობა, მართლა მოძებნოს ხარვეზები ამ პროცესში, ყველაფერი მიდის იმისკენ, რომ მოხდეს ჩვენი ფსიქოლოგიური გატეხვა“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.