Skip to content
08/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძის განცხადებებს, არა ანტიდასავლური, არამედ ქვეყნის ინტერესების დაცვა ჰქვია, რაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ინტერესების დაცვაა – კახა კალაძე

მარშალ პრესი 20/02/2024
კახა კალაძე~

„ირაკლი კობახიძის განცხადებებს, არა ანტიდასავლური, არამედ ქვეყნის ინტერესების დაცვა ჰქვია, რაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ინტერესების დაცვაა“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ გუნდის საერთო პოზიციაა, რომ არავის მიეცეს ქვეყნის შიდა საქმეებში უხეში ჩარევის შესაძლებლობა.

„ესაა ჩვენი გუნდის პოზიცია და ყოველთვის ეს კურსი იქნება გატარებული. საქართველოს ინტერესს ყოველთვის დავიცავთ და ქვეყნის აბუჩად აგდების უფლებას არავის მივცემთ. შეიძლება ვიღაც ჩვენზე დიდი ქვეყნის წარმომადგენელი იყოს, ჩვენზე დიდი ეკონომიკის, ჩვენზე ძლიერი, მაგრამ ჩვენს სამშობლოს თავში წამოარტყას და აბუჩად აიგდოს, ამის საშუალებას მათ არც ირაკლი კობახიძე მისცემს და, რა თქმა უნდა, პრემიერ-მინისტრის რანგში ყველა პლატფორმას გამოიყენებს, არც ჩვენი გუნდის თითოეული წევრი, დაწყებული რიგითი ჯარისკაციდან“, – განაცხადა კახა კალაძემ.

Post navigation

Previous: პრემიერი ირაკლი კობახიძე ჟოზეფ ბორელს შეხვდა
Next: დავით კირკიტაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებით ქვეყანაში სიმშვიდე დაისადგურებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.