Skip to content
16/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

დავით კირკიტაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებით ქვეყანაში სიმშვიდე დაისადგურებს

მარშალ პრესი 20/02/2024
დავით კირკიტაძე

დაფიქრდით ამაზე და მიიღეთ ერთადერთი და სწორი გადაწყვეტილება – გაათავისუფლეთ მიხეილ სააკაშვილი, – ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა დავით კირკიტაძემ საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. კირკიტაძე მიიჩნევს, რომ ამ გადაწყვეტილების მიღებით საქართველოს პრეზიდენტი ქვეყანაში სიმშვიდეს და ეროვნულ თანხმობას დაამკვიდრებს.

„გადასადგმელია კონკრეტული ნაბიჯები, რომელსაც მოელის საზოგადოება თქვენი მხრიდან და ეს კონკრეტული ნაბიჯი იქნება ერთადერთი დღეს და ეს არის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება. ამის შესახებ თქვენ გითხრეს არაერთხელ და მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ქართული საზოგადოება დღეს, განსხვავებით იმ ვიწრო ჯგუფისგან, რომელიც აბსოლუტურად ყველაფერზეა ხელის მომწერი, იმ ადამიანების გარდა, რომლებიც სხედან ჩემს ზურგს უკან და ვერ იკავებენ საკუთარ თავსა და ემოციებს, საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა მოგიწოდებთ თქვენ ამას, რომ არ მოაწეროთ ხელი იმას, რასაც ხელს აწერენ ტირანიის ჩამომყალიბებლები ჩვენს მეზობელ ქვეყნებში და უფრო კონკრეტულად რუსეთში. თქვენ გაქვთ საშუალება გადადგათ ნაბიჯი, რომლის მიხედვითაც ამ ქვეყანაში დაამკვიდრებთ იმას, რაზეც საუბრობდით- ეს არის სიმშვიდე, ეროვნული თანხმობა გარკვეულ საკითხებზე“, – განაცხადა კირკიტაძემ.

Continue Reading

Previous: ირაკლი კობახიძის განცხადებებს, არა ანტიდასავლური, არამედ ქვეყნის ინტერესების დაცვა ჰქვია, რაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ინტერესების დაცვაა – კახა კალაძე
Next: ბრიუსელში, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით სამთავრობო დელეგაციამ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომაში მიიღო მონაწილეობა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025