Skip to content
07/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პრემიერი ირაკლი კობახიძე ჟოზეფ ბორელს შეხვდა

მარშალ პრესი 20/02/2024
1708426657-9d7b1100-d56e-4af7-882b-b3d0ec3dbc89

ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მერვე სხდომა მიმდინარეობს. სხდომას ხელმძღვანელობს ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელი ჯოზეფ ბორელი, ხოლო საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელია პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.

ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების სხდომის დაწყებამდე, ირაკლი კობახიძე ჯოზეფ ბორელს შეხვდა.

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, ოლივერ ვარჰეის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბრიუსელში 19 თებერვალს გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრს დაგეგმილი აქვს ორმხრივი შეხვედრები ევროკავშირსა და ნატო-ში.

ამასთან, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მეთაური შეხვედრას გამართავს ნატო-ს გენერალურ მდივანთან, ასევე მონაწილეობას მიიღებს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში.

ბრიუსელში პრემიერ-მინისტრი სამთავრობო დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაშიც არიან: პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი; ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი; საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი.

Post navigation

Previous: ეს სახიფათო ტყუილია – დიმიტრი ხუნდაძე ოპოზიციის დაპირებაზე
Next: ირაკლი კობახიძის განცხადებებს, არა ანტიდასავლური, არამედ ქვეყნის ინტერესების დაცვა ჰქვია, რაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ინტერესების დაცვაა – კახა კალაძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.