Skip to content
20/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთის ელჩს საქართველოში ანა მარია შიკოს შეხვდა

მარშალ პრესი 31/03/2022
09

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ანა მარია შიკოს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მთავრობის მეთაურმა უნგრელ დიპლომატს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და ნაყოფიერი თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.

მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად განვითარების პერსპექტივები. განსაკუთრებულად აღინიშნა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, ტურიზმი, ტრანსპორტის სფერო და განათლება.

უნგრეთის მხარემ კიდევ ერთხელ მკაფიოდ დაადასტურა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, აგრეთვე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მიმართ. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე საქართველოს მიერ წარდგენილი განაცხადის განხილვის პროცესში ქვეყანას საერთაშორისო პარტნიორების, მათ შორის, უნგრეთის მტკიცე მხარდაჭერის იმედი აქვს.

ამასთან, პრემიერის თქმით, საქართველო აფასებს უნგრეთის უმნიშვნელოვანეს წვლილს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში (EUMM).

Post navigation

Previous: ბექა დავითულიანი უკრაინის ელჩის გაწვევაზე: მჯერა, რომ უკრაინა მიაღწევს წარმატებას და უკეთესი დრო დადგება იმისთვის, რომ ამ უსამართლო ნაბიჯებზე ვისაუბროთ
Next: ყველაფერი წყალში ეყრებათ და აღარ იციან რა მოიფიქრონ და რა გააკეთონ – ლევან ნიკოლეიშვილი ნაც.მოძრაობაზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.