„ხან ჯარს რატომ არ ვაგზავნით უკრაინაშიო, ხან სანქციები დავუწესოთ რუსეთსო, ხან ახლა გაჩნდა ფანჯარაო, ხანაც შესაძლებლობა გავუშვით ხელიდანო. მოკლედ ყველაფერი წყალში ეყრებათ და აღარ იციან რა მოიფიქრონ და რა გააკეთონ“– წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი „მთავარი“ არხის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ოკუპირებულ ცხინვალში სროლის ხმა ისმის.
”უბრალო გამოკითხვა, რომ ჩაატარო ქუჩაში შეკითხვით გინდათ თუ არა ომი საქართველოში, ყველა გიპასუხებთ, რომ არა! მაგრამ თუ შეკითხვას დააკონკრეტებ, თუ ვის უნდა ომი- მაშინ გიპასუხებენ რუსეთს და რადიკალურ ოპოზიციას და მათ ბელადს, მათთან აფილირებულ არასამთავროებსა და ექსპერტებს, და მათ ტელევიზიებს, დიახ, დიახ მათ პროპაგანდის მანქანებს.
ხან ჯარს რატომ არ ვაგზავნით უკრაინაშიო, ხან სანქციები დავუწესოთ რუსეთსო, ხან ახლა გაჩნდა ფანჯარაო, ხანაც შესაძლებლობა გავუშვით ხელიდანო. მოკლედ ყველაფერი წყალში ეყრებათ და აღარ იციან რა მოიფიქრონ და რა გააკეთონ. ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ომი დაიწყოს, მაგრამ თვითონ აუცილებლად მოემზადონ: ომის დროს მათი ფეიკებისა და დეზინფორმაციის გავრცელება სავარაუდოდ ძალიან შეიზღუდება, შესაბამისად ისე ვეღარ იპარპაშებენ. მეორე კი ასევე, მზად უნდა იყვნენ იმისთვის გაზარდეს თუ არა სამშობლოსათვის, მათ შვილებსაც მოუწევს ომში წასვლა, ქმრებსაც, მამებსაც, ნათესავებსაც და მხარდამჭერებსაც. ოღონდ ისე კი არ იქნება, მათ ჭკუაზე. მათ, როგორც საბრძოლო გამოცდილების არ მქონე ადამიანებს, ჯერ თავს გადაპარსავენ( ასე მიღებულ თვით ამერიკულ ჯარში!), მერე ფორმას ჩააცმევენ, მერე ნიჩბით სანგრების თხრა, სირბილი, სროლაში ვარჯიში, სამხედრო და მკაცრი დისციპლინა და მერე წინ ომში, ომში სადაც სიკვდილ-სიცოცხლის შანსები 50/50-ზე. ხომ გინდათ ომი? ჰო და, მოემზადეთ, ოღონდ ჯერ მორალურად!“– წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.
ნიკა მელიამ, Facebook – ში, ერთი ვიდეოს რეკლამაში 8 000 დოლარი...