Skip to content
15/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ბექა დავითულიანი უკრაინის ელჩის გაწვევაზე: მჯერა, რომ უკრაინა მიაღწევს წარმატებას და უკეთესი დრო დადგება იმისთვის, რომ ამ უსამართლო ნაბიჯებზე ვისაუბროთ

მარშალ პრესი 31/03/2022
ბექა დავითულიანი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა დავითულიანი გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევის თაობაზე.

„საქართველოსთან შედარებით, პრაქტიკულად არაფერს აკეთებენ მთელი რიგი ქვეყნები, საქართველო კი მართლა ყველაფერს აკეთებს, რაც შეუძლია. ამიტომ ცოტა უსამართლოდ მიმაჩნია, თუმცა სიღრმეში არ შევალ. ეს ადამიანი, ვოლოდიმირ ზელენსკი ახლა იმყოფება ომში. მჯერა, რომ უკრაინა მიაღწევს წარმატებას თავისი ქვეყნის დაცვაში, ყველაფერი იქნება ბევრად უკეთ და უკეთესი დრო დადგება იმისთვის, რომ ამ გაუგებრობებზე და, ჩემი აზრით, უსამართლო ნაბიჯებზე ვისაუბროთ“, – განაცხადა დავითულიანმა.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან და მაროკოდან ელჩების გაწვევის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა.

Continue Reading

Previous: ცოტა ხნის წინ ბელადმა ციხიდან განცხადება გააკეთა და პარტიის “პიარ-მედიამ” არ დაახანა – ზურაბ ქადაგიძე
Next: საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთის ელჩს საქართველოში ანა მარია შიკოს შეხვდა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025