Skip to content
01/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • უკატეგორიო

არჩევნების წინ შეგვიძლია, შეთანხმება დავდოთ იმ არასამთავრობოთა დაფინანსების, საქმიანობის გასაჯაროებაზე, რომლებიც პოლიტიკასთან კავშირში არიან როგორც არჩევნების დამკვირვებლები ან აქტივობის დამფინანსებლები

მარშალ პრესი 09/02/2024
შალვა პაპუაშვილი

არჩევნების წინ შეგვიძლია საჯარო შეთანხმება დავდოთ, რომელიც იმ არასამთავრობოების დაფინანსებისა და საქმიანობის სრულ გასაჯაროებას მოახდენდა, რომლებიც პოლიტიკასთან კავშირში არიან, ან როგორც დამკვირვებლები, ან არჩევნებთან დაკავშირებული აქტივობის დამფინანსებლები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატიაში წერს.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, არასამთავრობოების საქმიანობას მსგავსი ინიციატივა ყველა მხარისათვის უფრო სანდოს გახდიდა და მხარეებს შორის კონსტრუქციულ დიალოგსაც ხელს შეუწყობდა.

„თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები საერთო პასუხისმგებლობაა. 2020 წლის არჩევნების შედეგების დისკრედიტაციის მიზნით წარმოებული დეზინფორმაციული კამპანია გვიჩვენებს, რომ არჩევნები მხოლოდ მთავრობის პასუხისმგებლობას არ წარმოადგენს. ყველა მოქმედმა პირმა – ხელისუფლებამ, ოპოზიციამ, სამოქალაქო საზოგადოებამ, მედიამ და საერთაშორისო სუბიექტებმა, პოლიტიკური და ფინანსური წვლილის გაღების პარალელურად, თავიანთი წილი პასუხისმგებლობა უნდა იტვირთონ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაზე“, – აცხადებს პაპუაშვილი.

Continue Reading

Previous: მიხეილ სააკაშვილმა სალომე ზურაბიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა (ვიდეო)
Next: არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის ტოლობის ნიშნის დასმა არ შეიძლება, რადგან სამოქალაქო საზოგადოება ბევრად ფართო ცნებაა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025