Skip to content
15/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის ტოლობის ნიშნის დასმა არ შეიძლება, რადგან სამოქალაქო საზოგადოება ბევრად ფართო ცნებაა

მარშალ პრესი 09/02/2024
შალვა პაპუაშვილი

არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის ტოლობის ნიშნის დასმა არ შეიძლება, რადგან სამოქალაქო საზოგადოება ბევრად ფართო ცნებაა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატიაში წერს.

პაპუაშვილის თქმით, არასამთავრობოები, რომლებიც არ წარმოადგენენ ხალხის არჩეულ სუბიექტებს, მოვალენი არიან, ორ მთავარ საკითხს გასცენ პასუხი, რათა მოიპოვონ საზოგადოების წარმომადგენლობის უფლება და მონაწილეობა მიიღონ პოლიტიკის შემუშავების პროცესში.

როგორც პაპუაშვილი წერს, პირველი საკითხია ის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები თითქმის მთლიანად უცხოეთიდან ფინანსდებიან და არა ქართველი მეცენატების ან ინტერესთა ჯგუფების მიერ.

„მეორე პრობლემა კი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე გავლენის მცდელობებია, რაც შეკითხვებს ბადებს მათი პოლიტიკური კავშირების თაობაზე“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

Post navigation

Previous: არჩევნების წინ შეგვიძლია, შეთანხმება დავდოთ იმ არასამთავრობოთა დაფინანსების, საქმიანობის გასაჯაროებაზე, რომლებიც პოლიტიკასთან კავშირში არიან როგორც არჩევნების დამკვირვებლები ან აქტივობის დამფინანსებლები
Next: დავიცვათ ჩვენი სუვერენიტეტი და არ მოვახვევინოთ თავს ისეთი კანონები, რომლებიც ჯერ რომელიღაც აქაური პოლიტიკური პარტიის ახირებაა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.