Skip to content
01/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილმა სალომე ზურაბიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა (ვიდეო)

მარშალ პრესი 09/02/2024
მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით დაწყებულ სახალხო პლატფორმის კამპანიაში ერთვება.

ამის შესახებ მან 9 თებერვალს, სასამართლოზე ჩართვისას განაცხადა.

„ჩემი აზრით, ახლა აღარ არის დისკუსიების დრო და უბრალო ლაპარაკის, ახლა დროა საქმეზე გადასვლის, კონკრეტული წინადადების ჩამოყალიბების, სამოქალაქო სექტორის ჩართვის, არასამთავრობო ორგანიზაციების გარდა, პოლიტიკური პარტიების, ბიზნესმენების და სახელმწიფო აპარატის წარმომადგენლების, რათა შევიმუშაოთ კონკრეტული რაღაცები. მარტო ლაპარაკი იმაზე, რომ რუსული დეზინფორმაცია არის ცუდი, ეს არაფერს გვაძლევს. უნდა იყოს კონკრეტული წინადადებები ჩვენ რა უნდა ვაკეთოთ, მარტო ლაპარაკი, რომ უნდა იყოს თავისუფალი არჩევნები, არაფერს გვაძლევს, ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, როგორ უზრუნველვყოთ თავისუფალი არჩევნები.

მე არ ვაპირებ მოქმედი პრეზიდენტისთვის ჭკუის დარიგებას, უბრალოდ გეტყვით, რომ მის ადგილზე რომ ვიყო, მე სახალხო პლატფორმას გამოვიტანდი ქუჩაში, შენობაში ერთსა და იმავე ხალხთან შეხვედრა არის ერთ წრეზე ტრიალი. თავისუფლების მოედანი დაპატარავდა სპეციალურად, რომ სივრცე შეამცირეს. იპოდრომი, ის, რაც ქალბატონი სალომესთვის ნაცნობი ადგილია, პრაქტიკულად აღარ არსებობს, მაგრამ არსებობს რუსთაველი, რომლის გავსებაც შესაძლებელია. თუ ქალბატონი სალომე აიღებს ამ ინიციატივას, ჩვენ ამას მხარს დავუჭერთ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

Continue Reading

Previous: არასამთავრობოები რომ ხალხის, არამედ დონორების წინაშე არიან ანგარიშვალდებულნი, ეს დონორების პასუხისმგებლობის საკითხსაც აყენებს
Next: არჩევნების წინ შეგვიძლია, შეთანხმება დავდოთ იმ არასამთავრობოთა დაფინანსების, საქმიანობის გასაჯაროებაზე, რომლებიც პოლიტიკასთან კავშირში არიან როგორც არჩევნების დამკვირვებლები ან აქტივობის დამფინანსებლები

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025