Skip to content
01/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ანაკლიის პორტის მშენებლობა ჩვენი მთავრობის ერთერთი უმთავრესი პრიორიტეტი იქნება – ირაკლი კობახიძე

მარშალ პრესი 07/02/2024
ირაკლი კობახიძე

ანაკლიის პორტის მშენებლობა ჩვენი მთავრობის ერთერთი უმთავრესი პრიორიტეტი იქნება – განაცხადა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ ოპოზიციასთან შეხვედრაზე, სამთავრობო პროგრამის წარდგენისას.

მისი თქმით, სამუშაოები უკვე დაწყებულია, წელს შეირჩევა კერძო კომპანია, რომელიც სათავეში ჩაუდგება ამ სამუშაოებს.

„რაც შეეხება პორტებს, განსაკუთრებული ზრუნვის საგანი იქნება ანაკლიის პროექტის სათანადოდ დაწყება, განხორციელება. სამუშაოები უკვე დაწყებულია, წელს შეირჩევა კერძო კომპანია, რომელიც სათავეში ჩაუდგება ამ სამუშაოებს.

ასევე, როგორც მოგეხსენებათ, სახელმწიფო გეგმავს მრავალმილიონიანი ინვესტიციის ჩადებას ამ პროექტში. ყველაფერი განხორციელდება გეგმის შესაბამისად. ანაკლიის პორტის მშენებლობა იქნება ჩვენი მთავრობის ერთერთი უმთავრესი პრიორიტეტი. ამასთან ერთად, სხვა პორტების განვითარებასაც, რესურსების გაძლიერებასაც მიექცევა სათანადო ყურადღება. განსაკუთრებით ეს ეხება ფოთის პორტის განვითარებას, რესურსების გაძლიერებას. ასევე გაგრძელდება აქტიური მუშაობა შავი ზღვის ელექტროგადამცემი კაბელის პროექტზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Continue Reading

Previous: გაგრძელდება სპორტის მხარდაჭერა, სპორტის ბიუჯეტის ეტაპობრივი ზრდა, ახალი ინვესტიციების ჩადება სპორტის განვითარებაში
Next: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, უხვი ნალექის მოსვლის შედეგად, საავტომობილო გზებზე განვითარებული მეწყრული პროცესების სალიკვიდაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025