Skip to content
01/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

გაგრძელდება სპორტის მხარდაჭერა, სპორტის ბიუჯეტის ეტაპობრივი ზრდა, ახალი ინვესტიციების ჩადება სპორტის განვითარებაში

მარშალ პრესი 07/02/2024
ირაკლი კობახიძე

სპორტის სფეროში გვაქვს ძალიან სერიოზული მიღწევები, უპრეცედენტო პროგრესი შედეგების თვალსაზრისით და ბუნებრივია გაგრძელდება სპორტის მხარდაჭერა, სპორტის ბიუჯეტის ეტაპობრივი ზრდა, ახალი ინვესტიციების ჩადება სპორტის განვითარებაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ, საპარლამენტო ოპოზიციის ფორმატში მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვაზე განახადა.

კობახიძის თქმით, დაგეგმილია მთელი რიგი საერთაშორისო ტურნირების მასპინძლობა სპორტის სხვადასხვა სახეობაში.

„რა თქმა უნდა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეთ დამსახურებულ სპორტის მუშაკებს, ვეტერან სპორტსმენებს, მაღალმთიან დასახლებებში სპორტის სფეროში დასაქმებულ ადამიანებს, მათთვის საგანგებო სოციალური მხარდაჭერის პროგრამები იქნება უზრუნველყოფილი და განხორციელებული. ასევე გაგრძელდება მნიშვნელოვანი სპორტული ობიექტების მშენებლობა მთელი ქვეყნის მასშტაბით,“ – აღნიშნა კობახიძემ.

Continue Reading

Previous: 2025 წლის ბოლოსთვის ყველა ქალაქი იქნება უზრუნველყოფილი ცენტრალური წყალმომარაგებით
Next: ანაკლიის პორტის მშენებლობა ჩვენი მთავრობის ერთერთი უმთავრესი პრიორიტეტი იქნება – ირაკლი კობახიძე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025