Skip to content
16/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

იმხელა გამოცდილება აქვს როგორც ერთ, ისე მეორე ლიდერს, რომ შეუძლებელია ობიექტური მოლოდინი არ გაგიჩნდეს

მარშალ პრესი 01/02/2024
მამუკა მდინარაძე

იმხელა გამოცდილება აქვს როგორც ერთ, ისე მეორე ლიდერს [ირაკლი კობახიძესა და ირაკლი ღარიბაშვილს], რომ შეუძლებელია ობიექტური მოლოდინი არ გაგიჩნდეს, პარტიული მიმართულებით გარკვეული პოზიტივის და ასეთივე პოზიტივის სამთავრობო მიმართულებითაც, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„როდესაც პარტიაზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, მადლობა ეკუთვნის იმ ადამიანს, რომელიც მთავრობის მეთაური იყო ბოლო 3 წლის განმავლობაში და მანამდეც. ჩვენ ვნახეთ, ასაკით რა პატარა იყო და უკვე რა შესაძლებლობით გამოირჩეოდა. კიდევ უფრო მეტი გამოცდილების დაგროვების შემდეგ რამდენად წარმატებული ლიდერი იყო. მეორე მხრივ, ირაკლი კობახიძე არის ადამიანი, რომელიც არის მენეჯერი, რომელმაც პრაქტიკულად ნულიდან ააწყო პარტიული სტრუქტურა და შექმნა ძალიან ძლიერი მექანიზმი ერთობლივი სტრუქტურებისა. მის ინტელექტსა და გონებრივ შესაძლებლობებზე ყველას ალბათ ობიექტური წარმოდგენა აქვს, პოლიტიკურ მტერსაც და მოყვარესაც“, – აღნიშნა მდინარაძემ.

Post navigation

Previous: „მინდა მადლობა გადავუხადო კიდევ ერთხელ ჩვენს ყოფილ პრემიერს, რომ მან მომცა საშუალება, მასთან ერთად მემუშავა, რაც იყო ძალიან წარმატებული პერიოდი“ – ჯუანშერ ბურჭულაძე
Next: ახლა გუნდი ისეთი ერთიანია, როგორც არასდროს – მამუკა მდინარაძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.