Skip to content
01/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ახლა გუნდი ისეთი ერთიანია, როგორც არასდროს – მამუკა მდინარაძე

მარშალ პრესი 01/02/2024
მამუკა მდინარაძე

დღეს აბსოლუტურად ანალოგიური შემადგენლობით დამტკიცდა პარტიის პოლიტიკური საბჭო: მე კვლავ გახლავართ პარტიის აღმასრულებელი მდივანი, კახა კალაძე გენერალური მდივანი და დიტო სამხარაძე რეგიონული მდივანი, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„რაც შეეხება საპარლამენტო ცხოვრებას, ჩემთვის დიდი პატივია ირაკლი კობახიძის სტატუსის დაკავება. შემომთავაზეს, რომ მე ვიყო ფრაქციის თავმჯდომარესთან ერთად, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ეს ასეც შეიძლება, მაგრამ მე იმასაც ვფიქრობ, რომ სხვას შევთავაზო. აქვე შემიძლია გითხრათ, რომ მაგალითად, ჩემი პირველი მოადგილეა რატი იონათამიშვილი. ის არის ადამიანი, რომელიც გაძლევს მაგალითს, რომ ყველაფრის მიუხედავად, არასდროს უნდა დაეცე. ის არის პროფესიონალი, ერუდირებული ადამიანი, საქმისა და სამშობლოს მოყვარული“, – აღნიშნა მდინარაძემ.

მისივე თქმით, ირაკლი კობახიძემ ყველა მინისტრს შესთავაზე პოსტზე დარჩენა.

„იყო წლები, როდესაც გუნდის ერთიანობასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები არსებობდა. ღალატიც ვნახეთ, მათ შორის გუნდის წევრებისგან და მათ მთლად პირველი პირისგან. ბოლო პერიოდში უპრეცედენტო ერთიანობა იყო და არის და დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება. ახლა გუნდი ისეთი ერთიანია, როგორც არასდროს“, – განაცხადა კობახიძემ.

Continue Reading

Previous: იმხელა გამოცდილება აქვს როგორც ერთ, ისე მეორე ლიდერს, რომ შეუძლებელია ობიექტური მოლოდინი არ გაგიჩნდეს
Next: დეა მამისეიშვილს ეჭვი აქვს, რომ ჯუანშერ ბურჭულაძეს ნატოში ელჩად შესაძლოა იმიტომ უშვებენ, რომ საქართველოს უკუსვლა ჰქონდეს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025