Skip to content
01/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

„მინდა მადლობა გადავუხადო კიდევ ერთხელ ჩვენს ყოფილ პრემიერს, რომ მან მომცა საშუალება, მასთან ერთად მემუშავა, რაც იყო ძალიან წარმატებული პერიოდი“ – ჯუანშერ ბურჭულაძე

მარშალ პრესი 01/02/2024
ჯუანშერ ბურჭულაძე

ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მუშაობის პერიოდი შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს იყო მის ცხოვრებაში საამაყო 5 წელი. მისი განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთელ გუნდს თანამდებობებზე დარჩენა შესთავაზა, მას წასვლის სურვილი ჯერ კიდევ „თავდაცვის კოდექსის“ მიღების შემდეგ ჰქონდა. 

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა მადლობა გადაუხადა ყოფილ პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს. „მინდა მადლობა გადავუხადო კიდევ ერთხელ ჩვენს ყოფილ პრემიერს, რომ მან მომცა საშუალება, მასთან ერთად მემუშავა, რაც იყო ძალიან წარმატებული პერიოდი და უკეთ გამეცნო ჩვენი ჯარი. ძალიან ამაყი ვარ და მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ ჯარისკაცს“, – აღნიშნა ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა.

„პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო მთელს გუნდს, ჩემთვის თავდაცვის სამინისტროში მუშაობის პერიოდი იყო საამაყო. მადლობელი ვარ ბატონი ირაკლი კობახიძის, რომელმაც მთელ გუნდს თანამდებობებზე დარჩენა შემოგვთავაზა. თუმცა, „თავდაცვის კოდექსის“ მიღების შემდეგ, მე მქონდა თხოვნა პრემიერთან წასვლასთან დაკავშირებით. მან მთხოვა, რომ ჯერ არ მიმეღო ეს გადაწყვეტილება და, ბუნებრივია, პრინციპულად ვერ შევძლებდი ამ თანამდებობაზე მოღვაწეობას“, განაცხადა ჯუანშერ  ბურჭულაძემ.

მან ჟურნალისტებთან სამომავლო საქმიანობასთან დაკავშირებითაც ისაუბრა.

„მივიღე შემოთავაზება, რისთვისაც მადლობას ვუხდი ახალ პრემიერს, ირაკლი კობახიძეს –  განვიხილო ნატოში საქართველოს ელჩობის თანამდებობა. ამ თანამდებობას, სავარაუდოდ, დავთანხმდები, თუმცა მაქვს ფიქრის დრო. ეს 4 თვე იქნება ჩემთვის ამ 13-წლიანი საჯარო მოხელეობის შემდეგ, დასვენების პერიოდი, ასევე მივიღებ გადაწყვეტილებას, გავაგრძელებ თუ არა დიპლომატიურ სამსახურს“, – აღნიშნა მან.

Continue Reading

Previous: მისი „ტვინის” ამ კოლოსალურ მუშაობას აშკარად აკლდა დილემის გადაჭრა: “ჩიხირთმა ჯობია თუ ბოზბაში” – დავით ქართველიშვილი ნიკა გვარამიაზე
Next: იმხელა გამოცდილება აქვს როგორც ერთ, ისე მეორე ლიდერს, რომ შეუძლებელია ობიექტური მოლოდინი არ გაგიჩნდეს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025