Skip to content
16/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მისი „ტვინის” ამ კოლოსალურ მუშაობას აშკარად აკლდა დილემის გადაჭრა: “ჩიხირთმა ჯობია თუ ბოზბაში” – დავით ქართველიშვილი ნიკა გვარამიაზე

მარშალ პრესი 01/02/2024
ქართველიშვილი

„ქართული ოცნების” 20-წუთიანმა ყრილობამ მის გონებრივ “ფაზებს” შორის ისეთი ფატალური გადაადგილება გამოიწვია, რომ ჰუმანურობაც კი მოითხოვდა დღევანდელი ღონისძიების ესოდენ მოკლე ქრონომეტრაჟს – ერთსაათიან ხანგრძლივობას, საჭადრაკო დაფაზე “ჩაპაევის” თამაშს მიჩვეული “ინტელექტი” ვერ გაუძლებდა,“ – ასე შეაფასა „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა „ქართული ოცნების“ ყრილობის შედეგებზე ნიკა გვარამიას კომენტარი.

„ბეისბოლისტის მიერ საჭადრაკო პარტიის გარჩევა თუ შეგხვედრიათ? დღეს ნიკა გვარამიამ შემოგვთავაზა. “ქართული ოცნების” 20-წუთიანმა ყრილობამ მის გონებრივ “ფაზებს” შორის ისეთი ფატალური გადაადგილება გამოიწვია, რომ ჰუმანურობაც კი მოითხოვდა დღევანდელი ღონისძიების ესოდენ მოკლე ქრონომეტრაჟს – ერთსაათიან ხანგრძლივობას, საჭადრაკო დაფაზე “ჩაპაევის” თამაშს მიჩვეული “ინტელექტი” ვერ გაუძლებდა.

თავის დროზე საჭადრაკო ტურნირზე, ერთდროული სეანსის დროს, ოსტაპ ბენდერმა თავის მოწინააღმდეგეებს მისთვის ერთადერთი ცნობილი დებიუტი შესთავაზა: е2е4. ამით მოგების დიდი იმედი არ ჰქონდა – უბრალოდ, ჩვეულებისამებრ, მისით აღფრთოვანებულ თაყვანისმცემლებს უბრალოდ “აბოლებდა”.

ხოლო ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ საჭადრაკო პარტიას, “ბეისბოლისტმა” გვარამიამ შემდეგნაირი კომენტირება მიაყოლა: კობახიძე ღარიბაშვილის მინისტრების პრემიერია? პრობლემა მხოლოდ მარტო წასულ ღარიბაშვილში იყო? კლანური ურთიერთდაპირისპირებებით ბიძინას დაშანტაჟება უკვე შესაძლებელია? მისი “ტვინის” ამ კოლოსალურ მუშაობას აშკარად აკლდა დილემის გადაჭრა: “ჩიხირთმა ჯობია თუ ბოზბაში” და ასევე “პუანკარეს განტოლების” ამოხსნის გვარამისეული ვარიანტი…“ – წერს სოციალურ ქსელში დავით ქართველიშვილი.

Post navigation

Previous: შევდივართ წინასაარჩევნო პერიოდში, სადაც მმართველმა ძალამ იმხელა პოლიტიკური სტანდარტი დააწესა, რომ ოპოზიციას ძალიან გაუჭირდება ამ თამასასთან მიახლოებაც კი განსაკუთრებით, კოლექტიურ ნაც-მოძრაობაში ყოფნით!
Next: „მინდა მადლობა გადავუხადო კიდევ ერთხელ ჩვენს ყოფილ პრემიერს, რომ მან მომცა საშუალება, მასთან ერთად მემუშავა, რაც იყო ძალიან წარმატებული პერიოდი“ – ჯუანშერ ბურჭულაძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.