Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა
  • უცხოეთი

შეერთებული შტატებისთვის უკრაინის მხარდაჭერის შეწყვეტა ისტორიული მასშტაბის ავტოგოლი იქნება

მარშალ პრესი 31/01/2024
უილიამ ბერნსი

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორმა, უილიამ ბერნსმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატებისთვის უკრაინის მხარდაჭერის შეწყვეტა ისტორიული მასშტაბის ავტოგოლი იქნება.

CIA-ს ხელმძღვანელის თქმით, რუსეთმა უკვე წააგო ომი მრავალ დონეზე, დაკარგა, სულ მცირე, 315 000 ჯარისკაცი და ომამდელი სატანკო პოტენციალის ორი მესამედი და ვერ მიუახლოვდა თავის სტრატეგიულ მიზანს – კიევისა და უკრაინის დაპყრობას.

უილიამ ბერნსს ასევე მიაჩნია, რომ უკრაინაში შეჭრამ შეარყია პუტინის ძალაუფლება, რასაც მოწმობს ევგენი პრიგოჟინის აჯანყება 2023 წლის ივნისში. ამავე დროს, პუტინს გადაწყვეტილი აქვს ომის გაჭიანურება, იმ იმედით, რომ დრო მის მხარესაა.

“წარმატების გასაღები არის დასავლეთის დახმარების შენარჩუნება. აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტის ხუთ პროცენტზე ნაკლები მოკრძალებული ინვესტიციაა”, – წერს ბერნსი.

ის აღნიშნავს, რომ იარაღით დახმარება უკრაინას უფრო ძლიერ პოზიციას მისცემს სავარაუდო მოლაპარაკებების შემთხვევაში და ასევე უზრუნველყოფს შანსს უკრაინის გრძელვადიანი გამარჯვებისა და რუსეთის სტრატეგიული მარცხისთვის.

Continue Reading

Previous: უკრაინის გამარჯვება ევროპის უსაფრთხოების საუკეთესო გარანტიაა – ჟოზეფ ბორელი
Next: რაც არ უნდა გააკეთოს აშშ-მა, ჩვენ უნდა მივიღოთ სწორი და გაბედული გადაწყვეტილება უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად – მაკრონი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025