Skip to content
13/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

რაც არ უნდა გააკეთოს აშშ-მა, ჩვენ უნდა მივიღოთ სწორი და გაბედული გადაწყვეტილება უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად – მაკრონი

მარშალ პრესი 31/01/2024
ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის გამარჯვება ევროპისთვის დაუშვებელია.

ემანუელ მაკრონის თქმით, ევროპის დედაქალაქები მზად უნდა იყვნენ უკრაინის მხარდასაჭერად მანამ, სანამ ეს საჭიროა, თუნდაც აშშ-ის მონაწილეობის გარეშე.

“პირველ რიგში, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ დავიცვათ და მხარი დავუჭიროთ უკრაინას, რაც არ უნდა მოხდეს და როგორიც არ უნდა იყოს აშშ-ის გადაწყვეტილებები. დიდი შანსია, რომ აშშ კვლავაც ჩვენი პარტნიორი იქნება. მაგრამ მკაფიოდ უნდა გვესმოდეს, რომ უკრაინა ევროპის კონტინენტის ნაწილია. და რაც არ უნდა გააკეთოს აშშ-მა, ჩვენ უნდა მივიღოთ სწორი და გაბედული გადაწყვეტილება უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად”, – აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

“შეუძლებელია რუსეთს ამ ომში მოგების უფლება მივცეთ, რადგან რუსეთის გამარჯვება ნიშნავს, რომ უსაფრთხოების არქიტექტურა ჩვენს კონტინენტზე აღარ არსებობს”, – თქვა მაკრონმა.

Post navigation

Previous: შეერთებული შტატებისთვის უკრაინის მხარდაჭერის შეწყვეტა ისტორიული მასშტაბის ავტოგოლი იქნება
Next: ირაკლი კობახიძეს ძალიან დიდი გამოცდილება აქვს დაწყებული სამეცნიერო საქმიანობიდან, გაგრძელებული პოლიტიკით

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.