Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

უკრაინის გამარჯვება ევროპის უსაფრთხოების საუკეთესო გარანტიაა – ჟოზეფ ბორელი

მარშალ პრესი 31/01/2024
ჯოზეფ ბორელი

უკრაინის გამარჯვება ევროპის უსაფრთხოების საუკეთესო გარანტიაა, – განაცხადა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა ფრანგულ გამოცემა L’OBS-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.

“ჩვენ უნდა მივაწოდოთ უკრაინას მისი ტერიტორიის გასათავისუფლებლად საჭირო საშუალებები, მათ შორის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები და სხვა მოწინავე სისტემები. ჩვენ ასევე უნდა გავაძლიეროთ უკრაინის საჰაერო თავდაცვა”, – წერს ჟოზეფ ბორელი.

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თქმით, ევროკავშირი ვერ დაუშვებს პუტინის გამარჯვებას.

“ჩვენი უსაფრთხოება სასწორზეა. თუ პუტინის სტრატეგია წარმატებული აღმოჩნდება, ეს წაახალისებს რუსეთსა და სხვა რეჟიმებს, განახორციელონ თავიანთი იმპერიალისტური მიზნები. [..] ასეთი სცენარის დაშვება ჩრდილს მიაყენებს ჩვენს მომავალს ათწლეულების განმავლობაში”, – განაცხადა ბორელმა.

Continue Reading

Previous: ზურაბ ბერიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მისი დისშვილი ინფორმაციას ავრცელებს
Next: შეერთებული შტატებისთვის უკრაინის მხარდაჭერის შეწყვეტა ისტორიული მასშტაბის ავტოგოლი იქნება

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025