Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

„ირაკლი კობახიძე ქართული პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი აქტორია როგორც იდეების გენერირებაში, ისე პოლიტიკური პროცესების მართვაში – შალვა პაპუაშვილი

მარშალ პრესი 30/01/2024
შალვა პაპუაშვილი

ირაკლი კობახიძე პრემიერის თანამდებობაზე იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი ქართული დემოკრატიისთვის, პრემიერ-მინისტრი პირველად შეირჩევა პარლამენტის წიაღიდან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ასეთ შემთხვევაში, ხარისხობრივად ახალ დონეზე ავა ურთიერთობა აღმასრულებელ ხელისუფლებასა და პარლამენტს შორის.

„ირაკლი კობახიძე ქართული პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი აქტორია როგორც იდეების გენერირებაში, ისე პოლიტიკური პროცესების მართვაში. ამიტომ მისი სახით აღმასრულებელ ხელისუფლებას განსაკუთრებულად ძლიერი ადამიანი ეყოლება როგორც მართვაში, ისე პოლიტიკურ ხედვებში, რაც მნიშვნელოვანია, რათა კიდევ უფრო ამბიციურ ხედვებს მივაღწიოთ ქვეყნის განვითარებაში. პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ირაკლი კობახიძე თუ დაიკავებს, ეს იქნება უნიკალური და წინ გადადგმული ნაბიჯი ქართული დემოკრატიისთვის, რადგან მას შემდეგ, რაც საპარლამენტო სისტემაზე მოხდა გადასვლა, პირველად ქართულ დემოკრატიაში პარლამენტის წიაღიდან იქნება წასული პრემიერ-მინისტრი. ეს არის წესი და სტანდარტი, რომელიც, მათ შორის ევროპულ ქვეყნებშია. ხარისხობრივად ახალ დონეზე აიყვანს აღმასრულებელ ხელისუფლებას და პარლამენტს შორის ურთიერთობას, როცა პრემიერ-მინისტრი არის პარლამენტის ყოფილი წევრი. მან სხვანაირად იცის შიდა საპარლამენტო დისკუსიები. ვფიქრობ, ოპოზიციისთვისაც საინტერესო და კარგი გამოცდილება იქნება, როცა პრემიერი იქნება მათი ყოფილი კოლეგა. ჩვენ ქართული დემოკრატიის განვითარებაში ამ გამოცდილებითაც წინ წავიწევთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

Continue Reading

Previous: ფრანგი „სოფლელების“ აჯანყება სერიოზული, გლობალური ცვლილებების მხოლოდ დასაწყისია – ვნახოთ, „ცივილიზაციათა ამ ბრძოლაში“, ვინ, როდის და რა შედეგით გაიმარჯვებს
Next: ოპოზიცია 9 რეკომენდაციის შესრულების პროცესში თუ არ ჩაერთვება, კარგიც იქნება, რადგან ამით ხელს მაინც არ შეგვიშლიან ამ ძალიან კარგ გზაზე, რასაც ევროინტეგრაცია ჰქვია

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025