Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ფრანგი „სოფლელების“ აჯანყება სერიოზული, გლობალური ცვლილებების მხოლოდ დასაწყისია – ვნახოთ, „ცივილიზაციათა ამ ბრძოლაში“, ვინ, როდის და რა შედეგით გაიმარჯვებს

მარშალ პრესი 30/01/2024
დავით ქართველიშვილი

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი ევროპის მასშტაბით მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებს სოციალურ ქსელში აჯამებს.

ქართველიშვილი კონკრეტულად საფრანგეთში, ფერმერთა პროტესტს მიმოიხილავს და ევროპაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე აკეთებს აქცენტს.

„პოლონეთი, გერმანია, იტალია, ბელგია, საფრანგეთი… ათობით მილიარდი ევრო ჩადეს რუსეთის დასუსტებაში, დაუწესეს სანქციების 12 პაკეტი, თვალი დახუჭეს ევროპის „აირ-მკვებავი“ რუსული გაზსადენების აფეთქებაზე და დღეს რაღა არ მოსწონთ, რატომ და რას აპროტესტებენ? შექსპირის „ჰამლეტიდან“ მარცელოს ცნობილი სიტყვებისა არ იყოს: „ყარს რაცხა დანიის სამეფოში“ (Something is rotten in the state of Denmark). ყველას ვერ გავწვდებით – მოდით, საფრანგეთის მაგალითზე შევეხოთ, თუ რა „ყარს“… საფრანგეთის ფერმერების პროტესტი ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი და დაუნდობელია ევროპაში. თუ დანარჩენ ქვეყნებში ადგილი აქვს „დავარცხნილ“, პროფკავშირებთან შეთანხმებულ, წინასწარ დაანონსებულ და ხელისუფლებისაგან ნებადართულ აქციებს (დემონსტრაციები პარასკევობით, 14-დან 19 საათამდე), ბუნტის ფრანგული ტრადიცია ეფუძნება „უსასრულობის“ პრინციპებს: „სანამ ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება – არ დავიშლებით!“ ნურავის ნუ შეიყვანს შეცდომაში თითქოსდა „ყვითელი ჟილეტების“ აქციის წარუმატებლობა, რომელიც მაკრონმა სასტიკად დაარბია. საფრანგეთია სწორედ იმ ევროპული ისტორიული გამოცდილებისა და მეხსიერების მქონე ყველაზე მკაფიო მაგალითი, სადაც აჯანყებული ბრბო არა მხოლოდ ამხობდა (და არაერთხელ) მიუღებელ ხელისუფლებას, არამედ მათი ლიდერების თავის ტკივილებსაც კურნავდა გილიოტინის მეშვეობით.

მით უმეტეს, თანამედროვე საფრანგეთში, რომელსაც მარი ლე პენი ჰყავს. ამ ეტაპისთვის საპროტესტო ტალღამ მოიცვა პროვინციული საფრანგეთი – რეგიონები, რომელთა ყოველდღიურობა სოფლის მეურნეობასთან არის ასოცირებული. ანუ, „ჭეშმარიტი ფრანგების“ სამყარო – როგორც ქვეყნის ინტელექტუალური ელიტა უწოდებს, სწორედ მიწასთან და პროვინციასთან დაკავშირებულ თავის თანამემამულეებს. ზეგლობალიზებულმა ევროპამ სოფელში მაცხოვრებელი უბრალო ხალხის (ბებიების, ბაბუების, ბიძების, დეიდების, ბიძაშვილების) შიში თითქოს დაკარგა. მათ არსებობას სოციალურ ქსელებში დაკარგული ურბანისტები თითქოს არც კი იმჩნევენ… ფრანგი „სოფლელების“ აჯანყება სერიოზული, გლობალური ცვლილებების მხოლოდ დასაწყისია. ევროპისთვის ეს არის შანსი – დაუბრუნდნენ რეალობას, საკუთარ ფესვებს, ტრადიციებს, სარწმუნოებას: „ნაკელი digital-ის წინააღმდეგ“. საფრანგეთი ტყუილად არ ითვლება ევროპაში „მოდის კანონმდებლად“, მათ შორის, სოციალურ-საზოგადოებრივი წეს-წყობილების საკითხებშიც. ფრანგი ფერმერების ამ პროტესტს განსაკუთრებულად გროტესკული კონტრასტი აქვს მაკრონის „გეი ხელისუფლების“ ფონზე. ვნახოთ, „ცივილიზაციათა ამ ბრძოლაში“, ვინ, როდის და რა შედეგით გაიმარჯვებს…“, – წერს დავით ქართველიშვილი.

Continue Reading

Previous: ეს იყო საჭიროება და მიზანშეწონილობა არა არჩევნებისთვის, არამედ ქვეყნისთვის – მიხეილ სარჯველაძე სამთავრობო ცვლილებებზე
Next: „ირაკლი კობახიძე ქართული პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი აქტორია როგორც იდეების გენერირებაში, ისე პოლიტიკური პროცესების მართვაში – შალვა პაპუაშვილი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025