Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ოპოზიცია 9 რეკომენდაციის შესრულების პროცესში თუ არ ჩაერთვება, კარგიც იქნება, რადგან ამით ხელს მაინც არ შეგვიშლიან ამ ძალიან კარგ გზაზე, რასაც ევროინტეგრაცია ჰქვია

მარშალ პრესი 30/01/2024
გურამ მაჭარაშვილი

„რადიკალური ოპოზიციის მხრიდან საბოტაჟის მიუხედავად, 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით ჩვენ გავიმარჯვეთ. ამიტომ, კარგი გამოცდილება გვაქვს ევროპელებთან, აუცილებლად მივყვებით იმ 9 რეკომენდაციასაც“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განცხადა.

მისი თქმით, თუ ოპოზიცია 9 რეკომენდაციის შესრულების პროცესში არ ჩაერთვება, ეს მხოლოდ კარგი იქნება, რადგან მათი რომელიმე პროცესში ჩართვა რადიკალიზმსა და საბოტაჟს გულისხმობს. „რადიკალური ოპოზიციის მხრიდან საბოტაჟის მიუხედავად, 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით ჩვენ გავიმარჯვეთ. ევროპელებმა დაინახეს, რომ არა მხოლოდ ზარმაცობდა ოპოზიცია, არამედ, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ საბოტაჟს ეწეოდა.

ეს ხალხი, რომელთაც არ სურდათ, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიეღო, თავად ოპოზიციონერების ნაწილმაც ამხილა. ამიტომ, კარგი გამოცდილება გვაქვს ევროპელებთან, აუცილებლად მივყვებით იმ 9 რეკომენდაციასაც და ყველა სხვა რეკომენდაციას, რაც ევროინტეგრაციის გზაზე მოლაპარაკებების დაწყების წინაპირობა იქნება. რაც შეეხება ოპოზიციას, ამ პროცესში თუ არ ჩაერთვებიან, ეს კარგი იქნება, რადგან მათი პროცესში ჩართვის ცუდი გამოცდილება გვაქვს. საბოტაჟის და რადიკალიზმის გარდა, სადაც შევიდნენ, არაფერი გაუკეთებიათ. თუ არ ჩაერთვებიან, ხელს მაინც არ შეგვიშლიან ამ ძალიან კარგ გზაზე, რასაც ევროინტეგრაცია ჰქვია“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

Continue Reading

Previous: „ირაკლი კობახიძე ქართული პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი აქტორია როგორც იდეების გენერირებაში, ისე პოლიტიკური პროცესების მართვაში – შალვა პაპუაშვილი
Next: თუკი, ოდესმე, ჩემს მოქალაქეობრივ ვალდებულებებში ისეთ „მწვერვალებს“ მივაღწევ, რომ სისხლის სამართლის კოდექსის რომელიმე მუხლს დემონსტრაციულად გადავახევ სახელმწიფოს, გთხოვთ, არ მოითხოვოთ ჩემი ციხიდან გამოშვება!

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025