Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე მსოფლიოს პოლიტიკურ ლიდერებს უწევს სერიოზულ კონკურენციას – საქართველოს სტაბილური წინსვლა გარდაუვალია

მარშალ პრესი 30/01/2024
თამარ ჩიბურდანიძე

„ხალხის ძალის“ წევრი, თამარ ჩიბურდანიძე პრემიერ-მინისტრის პოსტზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურას განცხადებით ეხმაურება. თამარ ჩიბურდანიძე ირაკლი კობახიძეს ახასიათებს, როგორც მსოფლიო პოლიტიკისთვის მოთხოვნად პოლიტიკოსს და აღნიშნავს, რომ 2024 წლის არჩევნების ბედი უკვე ყველასთვის ცხადია.

„ირაკლი კობახიძის კანდიდატურა საუკეთესო არჩევანია და ამას აღიარებენ ისინიც კი, ვინც კობახიძის ოპონენტია. მათ განცხადებებში ჩანს ფარული შიში და იმ რეალობის მოლოდინი, რაც აუცილებლად იქნება ახლო მომავალში. ირაკლი კობახიძე მსოფლიოს პოლიტიკურ ლიდერებს უწევს სერიოზულ კონკურენციას. დინჯი, აუღელვებელი, ძლიერი, უაღრესად მოაზროვნე და მკაცრი – ეს არის ჩუმი ქარიზმა, რომელიც ოპოზიციისთვის საფრთხეა, ქვეყნისთვის კი სტაბილურობისა და წინსვლის გარანტი.

ასეთი პოლიტიკური ლიდერი არა მარტო ქართული, არამედ თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკის მოთხოვნაა, მით უმეტეს, გაწონასწორებული და ღრმად მოაზროვნე ჩინეთის ფონზე. წარმატებებს ვუსურვებ ბატონ ირაკლი კობახიძეს ქვეყნისთვის ამ ურთულეს და საპასუხისმგებლო პერიოდში. ყველასათვის ცხადია, ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც, რომ არჩევნების ბედი უკვე მყარად გადაწყვეტილია“, – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილმა 29 იანვარს ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ტოვებს. ამასთან, მისივე თქმით, პოლიტსაბჭოსგან მიიღო შეთავაზება, დაიკავოს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თანამდებობა. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე კი ადასტურებს, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა განიხილება.

Continue Reading

Previous: ეს ხელშესახები, ციფრებში გამოხატული შედეგი, კარგი ინდიკატორია იმისათვის, რომ თამამად ითქვას – ქართული სახელმწიფო სწორად ვითარდება
Next: პროკურატურა მზადაა კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების პროცესთან დაკავშირებით დაკავებულების მიმართ დანაშაულის აღიარების და ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში, არასაპატიმრო ღონისძიება მოითხოვოს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025