Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ეს ხელშესახები, ციფრებში გამოხატული შედეგი, კარგი ინდიკატორია იმისათვის, რომ თამამად ითქვას – ქართული სახელმწიფო სწორად ვითარდება

მარშალ პრესი 30/01/2024
თამთა მეგრელიშვილი

ეს ხელშესახები, ციფრებში გამოხატული შედეგი, კარგი ინდიკატორია იმისათვის, რომ თამამად ითქვას- ქართული სახელმწიფო სწორად ვითარდება! – ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი “საერთაშორისო გამჭვირვალობის” მიერ გამოქვეყნებულ „კორუფციის აღქმის ინდექსს“, სადაც საქართველო ევროკავშირის წევრ 6 და ყველა კანდიდატ ქვეყანას უსწრებს.

მეგრელიშვილი აღნიშნავს, რომ ეს წარმატება ქართული სახელმწიფოს პოლიტიკური იმიჯის ხილული ნაწილია.

„საერთაშორისო გამჭირვალობამ კორუფციის აღქმის განახლებული ინდექსი გამოაქვეყნა. საქართველო რჩება რეგიონის ლიდერად და კვლავ მოწინავე პოზიციას იკავებს. აღნიშნულ რეიტინგში საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრ ექვს ქვეყანას: მალტას, ხორვატიას, საბერძნეთს, რუმინეთს, ბულგარეთსა და უნგრეთს. საქართველოს ასევე ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატ ქვეყანას უსწრებს.

რეიტინგში საქართველოს უკან არიან მონტენეგრო, მოლდოვა, ჩრდილოეთ მაკედონია, სერბეთი, უკრაინა, ბოსნია, თურქეთი და ალბანეთი. ეს ხელშესახები, ციფრებში გამოხატული შედეგი, კარგი ინდიკატორია იმისათვის, რომ თამამად ითქვას- ქართული სახელმწიფო სწორად ვითარდება! მმართველობის პროცესს ეს სასიკეთო ძვრები ინსტიტუციურ მდგრადობას მატებს. ეს წარმატება ქართული სახელმწიფოს პოლიტიკური იმიჯის ხილული ნაწილია. მშვიდობა, წარმატება და განვითარება ჩვენს სახელმწიფოს.“ – წერს თამთა მეგრელიშვილი Facebook-ზე.

Continue Reading

Previous: რუსეთიდან შემოსული კარტოფილი უკან გააბრუნეს
Next: ირაკლი კობახიძე მსოფლიოს პოლიტიკურ ლიდერებს უწევს სერიოზულ კონკურენციას – საქართველოს სტაბილური წინსვლა გარდაუვალია

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025