Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • სამართალი

პროკურატურა მზადაა კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების პროცესთან დაკავშირებით დაკავებულების მიმართ დანაშაულის აღიარების და ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში, არასაპატიმრო ღონისძიება მოითხოვოს

მარშალ პრესი 30/01/2024
პროკურატურა

პროკურატურა მზადაა, გიორგი ხასიას და აკაკი ჩიქობავას მიმართ სასამართლო ნაკლებად მკაცრი ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით მიმართოს, იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებულები დანაშაულს აღიარებენ და ზიანს აანაზღაურებენ. ამის შესახებ საქმის პროკურორმა, როინ ხინთიბიძემ განაცხადა.

ბრალდების მხარის წარმომადგენლის თქმით, არასაპატიმრო ღონისძიებაზე შუამდგომლობა ამ ორ პირობაზეა დამოკიდებული.

„გიორგი ხასაიასა და აკაკი ჩიქობავას მიმართ პატიმრობის მოთხოვნისას, სხვა არაერთ გარემოებასთან ერთად ბრალდების მხარე დაეყრდნო იმ ფაქტებს, რომ ბრალდებულები არ აღიარებდნენ და არ ინანიებდნენ ჩადენილ დანაშაულს, არ აცნობიერებდნენ ქმედების ხასიათს და არ ჰქონდათ ანაზღაურებული ზიანი. იმ შემთხვევაში თუ ბრალდებულები დანაშაულს აღიარებენ და ზიანს აანაზღაურებენ, ბრალდების მხარე მზად არის პატიმრობა უფრო ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე“, – განაცხადა პროკურორმა.

გიორგი ხასია და აკაკი ჩიქობავა სამართალდამცველებმა კეკელიძის ქუჩაზე აღსრულების ბიუროს მიერ გამოსახლების დროს დააკავეს.

Continue Reading

Previous: ირაკლი კობახიძე მსოფლიოს პოლიტიკურ ლიდერებს უწევს სერიოზულ კონკურენციას – საქართველოს სტაბილური წინსვლა გარდაუვალია
Next: ეს იყო საჭიროება და მიზანშეწონილობა არა არჩევნებისთვის, არამედ ქვეყნისთვის – მიხეილ სარჯველაძე სამთავრობო ცვლილებებზე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025